NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ნიქსში" ახალი ცხოვრება იწყება

AutoSharing Option
გუშინ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მთავარი ამბავი იყო "ნიუ იორკ ნიქსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დერიკ ფიშერის დათხოვნა. თითქოს გუნდს არც ისე კატასტროფული ბალანსი ჰქონდა (23 მოგება და 31 წაგება), მაგრამ "ნიქსის" პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა თავისი ყოფილი შეგირდის გაშვება გადაწყვიტა.

ფიშერი 2014 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა "ნიუ იორკს". მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 136 მატჩიდან 40 მოიგო (29.4 პროცენტი), ასე რომ, მისი განთავისუფლება მაინც ლოგიკურ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ.

მას უკვე მოუნახეს შემცვლელი. სეზონის ბოლომდე "ნიქსს" უხელმძღვანელებს კურტ რემბისი, რომელიც ფიშერის ასისტენტის როლს ასრულებდა. რემბისს აქვს
მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება - ის ხანმოკლე დროით "ლეიკერსსა" და "მინესოტას" ავარჯიშებდა.

ფიშერის გადაყენებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე ფილ ჯექსონმა განაცხადა, რომ ტრეიდების დედლაინამდე შეეცდება შემადგენლობის გაძლიერებას."დროა რაღაც შევცვალოთ და სიტუაცია გამოვასწოროთ", - თქვა ლეგენდამ. ჯექსონმა დაამატა, რომ "ნიქსის" შემადგენლობაში მხოლოდ ორი ხელშეუხებელი მოთამაშეა - კარმელო ენტონი და კრისტაპს პორზინგისი.

* * *
სულ მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება "საკრამენტო კინგზსაც". როგორც ESPN წერს, უახლოეს დღეებში კლუბის ხელმძღვანელობა ჯორჯ კარლს დაემშვიდობება, კერძოდ, ამის შესახებ ოფიციალურად ხუთშაბათს, "ფილადელფიასთან" მატჩის შემდეგ გამოცხადდება.

"კლივლენდთან" გუშინდელი წაგების შემდეგ, "კინგზს" 21 მოგება და 31 მარცხი აქვს და მეათე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში. "საკრამენტოსთვის" "კავალიერზთან" წაგება მერვე იყო ბოლო ცხრა მატჩში.

გუნდში არსებულ არეულ მდგომარეობაზე ილაპარაკა გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ. "დილის ვარჯიშზე სამი-ოთხი კალათბურთელი მოვიდა. რთულია ასეთი მიდგომით გამარჯვებაზე ფიქრი", - განაცხადა მცველმა.

"საკრამენტოსთან" მატჩის გმირი კი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც 21 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა და სეზონში პირველი და კარიერაში მე-40 სამმაგი დუბლი შეასრულა.

* * *
თავის გამოსათხოვარ ტურნეს აგრძელებს კობი ბრაიანტი. მართალია, მან 19 ქულა დააგროვა სტუმრად "ინდიანასთან" მატჩში, მაგრამ ამას წარმატებულ თამაშს ვერ დავარქმევთ, რადგან "ლეიკერსის" ლეგენდამ 25-დან 19 ტყორცნა ააცილა, მათ შორის სამი სროლა - ბოლო 53 წამში.

ინდიანაპოლისური პუბლიკა მთელი მატჩი მხარს უჭერდა კობის. ამ უცნაურ სიტუაციას კარგად აღწერს "ინდიანას" ლიდერი პოლ ჯორჯი: "მეგონა, რომ ლოს ანჯელესში ვთამაშობდით. გულშემატკივრები კობი ბრაიანტის სანახავად მოვიდნენ. ხალხი შეშლილი იყო. ბოლოს კი დაუჯერებელი რამ მოხდა: საჯარიმოს ხაზზე დავდექი და სტვენა ამიტეხეს. საკუთარმა გულშემატკივრებმა!"

შარლოტი-ჩიკაგო 108:91
38:20, 19:22, 30:23, 21:26
შ: უოკერი (30+8 პასი), კიდ-გილკრისტი (20), ბატუმი (19+13 მოხსნა+8 პასი), ჰოიესი (13).
ჩ: პ. გასოლი (22+10 მოხსნა+7 პასი), მაკდერმოტი (14), მური (12), გიბსონი (11).

კლივლენდი-საკრამენტო 120:100
31:23, 30:22, 30:25, 29:30
კ: ირვინგი (32+12 პასი), სმიტი (22), ჯეიმსი (21+10 მოხსნა+10 პასი), ლავი (11), ჯეფერსონი (10), შამპერტი (6+11 მოხსნა), ტომპსონი (2+10 მოხსნა).
ს: გეი (16), კასპი (16), კაზინსი (14), კოული-სტაინი (13), კოლისონი (11), რონდო (7+16 პასი).

ინდიანა-ლეიკერსი 89:87
23:22, 23:16, 18:21, 25:28
ი: ჯორჯი (21+9 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (15+6 პასი), ტერნერი (14+13 მოხსნა), მაინმი (11).
ლ: ბრაიანტი (19), რასელი (16), რენდლი (15+19 მოხსნა), უილიამსი (13), კლარკსონი (10).

ფილადელფია-კლიპერსი 92:98 (ო)
25:22, 34:27, 14:16, 15:23, 4:10
ფ: გრანტი (17+11 მოხსნა), ტომპსონი (16), სმიტი (16+9 მოხსნა), ოკაფორი (14+9 მოხსნა), კოვინგტონი (11).
კ: კროუფორდი (23), რედიკი (23), პოლი (19+7 პასი), ჯორდანი (12+21 მოხსნა), ოლდრიჩი (10).

ბრუკლინი-დენვერი 105:104
26:22, 29:27, 26:29, 24:26
ბ: იანგი (20), ბრაუნი (19), ლოპესი (16), ჯონსონი (12+8 პასი), ბოგდანოვიჩი (12), სლოუნი (10), რობინსონი (2+11 მოხსნა).
დ: გალინარი (24+7 პასი), ფარიდი (22+13 მოხსნა), ჰარისი (17), ფოიე (11).

დეტროიტი-ტორონტო 89:103
24:19, 19:30, 22:21, 24:33
დ: ილიასოვა (17), მორისი (14+6 პასი), ჯექსონი (13), ჰილიარდი (13), დრამონდი (12+13 მოხსნა), ბეინსი (10).
ტ: ლოური (25+7 პასი), როსი (18), დეროზანი (17+6 პასი), ვალანჩუნასი (15), ჯოზეფი (15).

ატლანტა-ორლანდო 110:117 (ო)
30:18, 24:23, 29:31, 18:29, 9:16
ა: ჰორფორდი (27), მილსეპი (22+13 მოხსნა+6 პასი), ტიგი (21), კორვერი (16), ბეიზმორი (5+13 მოხსნა).
ო: ვუჩევიჩი (28+13 მოხსნა+6 პასი), პეიტონი (20+7 პასი), ფურნიე (16), ჰეზონია (14+9 მოხსნა), სმიტი (14+4 დაფარება), გორდონი (12+10 მოხსნა).

მემფისი-პორტლენდი 106:112 (ო)
27:25, 22:26, 29:27, 24:24, 4:10
მ: კონლი (27), რენდოლფი (26+9 მოხსნა), ჩელმერსი (12), გრინი (12), მ. გასოლი (11).
პ: ლილარდი (33), მაკალუმი (21+6 პასი), ჰენდერსონი (16), კრები (13), ჰარკლესი (11).

მინესოტა-ნიუ ორლეანი 102:116
22:28, 24:35, 24:32, 32:21
მ: თაუნსი (19+12 მოხსნა), უიგინსი (15), მუჰამადი (14+9 მოხსნა), ლავინი (12), დიენგი (12+12 მოხსნა), რუბიო (11+7 პასი), ბიელიცა (10).
ნ-ო: დევისი (27), ჰოლიდეი (27+9 პასი), ანდერსონი (26), კოული (10+6 პასი).

ფინიქსი-ოკლაჰომა 106:122
19:28, 38:29, 28:32, 21:33
ფ: მორისი (23), გუდვინი (20+7 პასი), ტელეტოვიჩი (17), ტაკერი (16+5 ჩაჭრა), ლენი (13), ჩენდლერი (11).
ო: დურანტი (32), უესტბრუკი (29+8 პასი), უეიტერსი (15), პეინი (11), კანტერი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული