"გოლდენ სტეიტმა" სეზონში სამქულიანების გამოყენების უდაბლესი პროცენტი (13) აჩვენა, 20 შეცდომა დაუშვა და სწორედ ეს გახდა "ლეიკერსთან" მარცხის მიზეზი. "უორიორზმა" 30-დან 26 შორეული ტყორცნა ააცილა, ხოლო მისმა სნაიპერებმა - სტივენ კარიმ და კლეი ტომპსონმა 18-დან ერთადერთი სამქულიანი გამოიყენეს. სწორედ ეს გახდა სეზონში მეექვსე მარცხის მიზეზი.
"ლეიკერსმა" მეორე მეოთხედში მოიპოვა
კობი ბრაიანტი ბოლო შეხვედრას ატარებდა კარიერაში "გოლდენს სტეიტის" წინააღმდეგ და ახალგაზრდა პარტნიორებმა შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთეს მას. თავად ლეგენდამ შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. მეოთხე მეოთხედში ის საერთოდ არ გასულა მოედანზე და სათადარიგოთა სკამიდან მოძღვრავდა თანაგუნდელებს, რომელთაგანაც საუკეთესოები იყვნენ ჯორდან კლარკსონი და დებიუტანტი დ'ანჯელო რასელი, შესაბამისად, 25 და 21 ქულით.
გუშინდელი მატჩის შემდეგ, "გოლდენ სტეიტს" 55 მოგება და ექვსი წაგება აქვს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე დარჩენილ 21 მატჩში, "მეომრებს" მხოლოდ სამი თამაშის წაგების უფლება აქვთ, თუ კიდევ ფიქრობენ 1995-96 წლების "ჩიკაგოს" რეკორდის გაუმჯობესებაზე.
* * *
სხვა მატჩებიდან რამდენიმე საინტერესო ფაქტის გამოყოფა შეიძლება.
შესანიშნავი დუელი გაიმართა მილუოკიში. ერთ მხარეს იანის ანტენტოკუნმპომ (26 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი) და მეორე მხარეს რასელ უესტბრუკმა (15 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი) სამმაგი დუბლები შეასრულეს, თუმცა "ოკლაჰომა-სიტიში" კიდევ ერთი გმირი აღმოჩნდა - კევინ დურანტი 32 ქულით, 12 მოხსნითა და 8 პასით და ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი "თანდერის" სასარგებლოდ.
აღვნიშნავთ, რომ ანტენტოკუნმპო ბოლო 25 წლის განმავლობაში "მილუოკის" პირველი მოთამაშე გახდა, ვინც სეზონში სამი სამმაგი დუბლი შეასრულა, თან ეს ერთ კალენდარულ თვეში მოახერხა. რაც შეეხება რასელ უსტბრუკს, ეს იყო მისი მეცხრე სამმაგი სეზონში და 29-ე კარიერაში.
"ჰიუსტონმა" სტუმრად დაამარცხა "ტორონტო", რაც ჯეიმს ჰარდენის დამსახურებაა. "როკეტსის" ლიდერმა სეზონში მეოთხე შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც მინიმუმ 40 ქულა დააგროვა და ამას 10 ან მეტი შედეგიანი გადაცემა დაუმატა. აღსანიშნავია, რომ ლიგის ყველა დანარჩენ მოთამაშეს ჯამში ოთხი ასეთი მატჩი აქვს.
უცნაური ამბავი მოხდა "დეტროიტისა" და "პორტლენდის" მატჩში. NBA-ში 13-წლიანი კარიერის განმავლობაში პირველი სამქულიანი ჩააგდო "ბლეიზერსის" ცენტრმა კრის კამანმა. მან ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე გამოიჩინა თავი. კარიერაში პირველი სამქულიანის ჩასაგდებად, 33 წლის კალათბურთელს 729 შეხვედრა და 24 ცდა დასჭირდა.
"მაიამი ჰიტმა" "ფილადელფია" დაამარცხა და ეს იყო ფლორიდელთა ზედიზედ მეხუთე მოგება. ერიკ სპოელსტრას გუნდს ასეთი სერია ლებრონ ჯეიმსის წასვლის შემდეგ არ ჰქონია. საინტერესოა, რომ "მაიამიმ" ფორვარდ კრის ბოშის გარეშე ჩატარებულ 10 შეხვედრაში რვაჯერ მოიგო.
მილუოკი-ოკლაჰომა 96:104
12:32, 36:32, 31:20, 17:20
მ: პარკერი (26), ანტენტოკუნმპო (26+12 მოხსნა+10 პასი+4 დაფარება), მიდლტონი (18+5 ჩაჭრა), ბეილესი (12), მონრო (9+10 მოხსნა).
ო: დურანტი (32+12 მოხსნა+8 პასი), კანტერი (18+12 მოხსნა), უესტბრუკი (15+10 მოხსნა+11 პასი), ადამსი (14+8 მოხსნა), იბაკა (13).
ლეიკერსი-გ. სტეიტი 112:95
22:21, 38:28, 24:24, 28:22
ლ: კლარკსონი (25), რასელი (21), იანგი (13), ბასი (13+7 მოხსნა), ბრაიანტი (12), რენდლი (12+14 მოხსნა), უერტასი (10+9 პასი).
გ-ს: კარი (18), ტომპსონი (15), გრინი (9+10 მოხსნა+9 პასი).
მემფისი-ფინიქსი 100:109
24:24, 35:29, 15:32, 26:24
მ: კონლი (22), ბარნსი (17), გრინი (17), ჩელმერსი (14), სტივენსონი (13).
ფ: ბუკერი (27+9 პასი), ლენი (19+16 მოხსნა+6 პასი), ტელეტოვიჩი (18), ჩენდლერი (16+10 მოხსნა), პრაისი (11), ტაკერი (6+10 მოხსნა).
დენვერი-დალასი 116:114 (ო)
22:19, 35:31, 20:29, 29:27, 10:8
დენ: ფარიდი (25+20 მოხსნა), ბარტონი (20+8 მოხსნა), მუდიაი (16+8 პასი), ჰარისი (16), იოკიჩი (13+12 მოხსნა), ოგასტინი (12).
დალ: ნოვიცკი (30), ლი (18+12 მოხსნა+4 დაფარება), უილიამსი (17), ბარეა (15), მეტიუზი (12), პარსონსი (11+11 მოხსნა).
დეტროიტი-პორტლენდი 123:103
30:16, 28:35, 27:24, 38:28
დ: ჯექსონი (30+9 პასი), მორისი (19), კოლდუელ-პოუპი (16+7 მოხსნა), ჰარისი (16), დრამონდი (14+18 მოხსნა), ბულოკი (11+7 მოხსნა).
პ: ლილარდი (26), მაკალუმი (22), ამინუ (16), ლეონარდი (10).
მაიამი-ფილადელფია 103:98
30:25, 17:24, 22:20, 34:29
მ: დრაგიჩი (23+8 მოხსნა), უეიდი (23), უაიტსაიდი (14+13 მოხსნა+7 დაფარება), ჯონსონი (14), დენგი (12+14 მოხსნა).
ფ: სმიტი (21), ლენდრი (18+7 მოხსნა), კენანი (17), ტომპსონი (16).
ტორონტო-ჰიუსტონი 107:113
30:26, 31:25, 24:26, 22:36
ტ: სკოლა (21), დეროზანი (19+7 პასი), ლოური (17+9 პასი), ვალანჩუნასი (12+10 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (40+14 პასი), ბრიუერი (23), ჰოვარდი (21+11 მოხსნა), არიზა (13).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"