NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მეომრებს" პირველი ტიტული აქვთ

AutoSharing Option
მორიგი სათამაშო დღის ცენტრალურ მატჩში "კლივლენდმა" სტუმრად გაანადგურა "კლიპერსი". ტაირონ ლიუს შეგირდებმა ერთი მეოთხედიც არ დაუთმეს მეტოქეს, დამაჯერებლად მოიგეს მოხსნები (49:34) და გაცილებით უკეთ გამოიყენეს სამქულიანები (48.6 პროცენტი 31.2-ის წინააღმდეგ). სწორედ ამან გადაწყვიტა შეხვედრის ბედი.

"კლიპერსის" წაგება იმას ნიშნავდა, რომ წყნარი ოკეანის დივიზიონის გამარჯვებული გახდა "გოლდენ სტეიტი" - ეს ზედიზედ მეორედ და კლუბის ისტორიაში მეოთხედ მოხდა. შეგახსენებთ, რომ დივიზიონში გამარჯვება იმის გარანტიას იძლევა, რომ გუნდი დასავლეთი კონფერენციის საბოლოო ცხრილში მეოთხე ადგილზე ქვემოთ არ დაეშვება.

კარგად ჩატარებული პირველი და მესამე მეოთხედის
ხარჯზე, "ატლანტამ" "ინდიანა" 29 ქულის სხვაობით დაამარცხა. წაგების ერთ-ერთი მიზეზია "პეისერსის" ლიდერის პოლ ჯორჯის ცუდი თამაში. მან 15-ჯერ ისროლა თამაშიდან და მხოლოდ სამი ტყორცნა მოათავსა კალათში, აგრეთვე ხუთიდან ოთხი სამქულიანი ააცილა.

გუშინ, "მილუოკის" ისტორიაში შევიდა იანის ანტენტოკუნმპო. ის გახდა "ბაქსის" პირველი კალათბურთელი, ვინც ერთ სეზონში ოთხი სამმაგი დუბლი შეასრულა. "მილუოკი" საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე, ერთი ქულით აგებდა გასვლით მატჩს "ბრუკლინთან", მაგრამ ზედიზედ 12 ქულა აიღო და "ნეტსი" მას ვეღარ დაეწია.

დღის ბაზერ-ბიტერის ავტორი გახდა "ნიუ იორკის" გამთამაშებელი ხოსე კალდერონი. "ნიქსი" 16 ქულით იგებდა სტუმრად "ლეიკერსის" წინააღმდეგ, მაგრამ კალიფორნიელებმა სირენამდე 9.2 წამით ადრე გაათანაბრეს ანგარიში - 87:87. ბოლო შეტევა "ნიუ იორკმა" შესანიშნავად გაითამაშა - კალდერონმა რობინ ლოპესისგან მიიღო ბურთი, განთავისუფლდა მარსელინიო უერტასის მეურვეობისგან და ზუსტად ისროლა სამქულიანი.

კლიპერსი-კლივლენდი 90:114
19:21, 22:37, 27:33, 22:23
კლიპ: რედიკი (19), პოლი (17+10 პასი), ჯორდანი (11+11 მოხსნა), რივერსი (11), ჯონსონი (11).
კლივ: ჯეიმსი (27), ირვინგი (17), სმიტი (17), ფრაი (15), ლავი (12+9 მოხსნა), ტომპსონი (10+11 მოხსნა).

ატლანტა-ინდიანა 104:75
30:17, 22:21, 37:18, 15:19
ა: მილსეპი (18+9 მოხსნა), ჰორფორდი (18), კორვერი (14), სეფოლოშა (12).
ი: ტერნერი (19), ელისი (10).

საკრამენტო-იუტა 99:108
18:36, 27:25, 24:23, 30:24
ს: კაზინსი (31+10 მოხსნა), კასპი (20), კოლისონი (14), კოული-სტაინი (10+7 მოხსნა).
ი: ფეივორსი (28+14 მოხსნა), ჰეივორდი (27), მაკი (14+8 პასი), ჰუდი (12), ბუკერი (10+8 მოხსნა).

ბრუკლინი-მილუოკი 100:109
25:27, 26:23, 28:28, 21:31
ბ: ლოპესი (20), კილპატრიკი (19), იანგი (17+10 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (13+7 პასი).
მ: ანტენტოკუნმპო (28+11 მოხსნა+14 პასი), პარკერი (23), მიდლტონი (19+7 პასი+5 ჩაჭრა), მონრო (14), პლამლი (12+7 მოხსნა).

ლეიკერსი-ნიუ იორკი 87:90
11:18, 24:28, 25:19, 27:25
ლ: უილიამსი (15), ბრაიანტი (14), კლარკსონი (12), ბასი (11).
ნ-ი: ენტონი (26+12 მოხსნა), ლოპესი (16+8 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული