NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მოგება მინუს 23-ის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინდელი სათამაშო დღის მთავარი მოულოდნელობა გახდა "შარლოტის" გამარჯვება "სან ანტონიოსთან" შეხვედრაში, მით უმეტეს, რომ მასპინძლებმა პირველ მეოთხედში მხოლოდ 7 (!) ქულა დააგროვეს, ხოლო მეორე მეოთხედის სტარტისთვის 23 ქულით იყვნენ ჩამორჩენილნი.

პირველ მეოთხედში შვიდი ქულა - მიმდინარე სეზონის ანტირეკორდია. სამაგიეროდ, "შარლოტი" გახდა პირველი გუნდი 2008 წლის შემდეგ, რომელმაც სასტარტო მეოთხედში ასეთი ცოტა ქულა დააგროვა და შემდეგ, მატჩი მოიგო. თავის მხრივ, "სან ანტონიომ" 1997 წლის შემდეგ პირველად გაანიავა 23-ქულიანი უპირატესობა.

"შარლოტის" გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ჯერემი ლინმა დაიდო, რომელმაც 29 ქულა დააგროვა,
აქედან 15 - ბოლო მეოთხედში.

ეს მატჩი ღირსშესანიშნავი იყო "სან ანტონიოს" ვეტერანისთვის ტიმ დანკანისთვის. ის მეათე ადგილზე გადავიდა მოედანზე გატარებული დროის რაოდენობით. დანკანს 47 147 წუთი დაუგროვდა და გერი პეიტონს გაუსწრო. შემდეგი სიაში - რეჯი მილერია (47 619).

* * *
ჩემპიონატის ლიდერმა "გოლდენ სტეიტმა" გაჭირვებით მოუგო სტუმრად "მინესოტას". კვლავ ყურადღება მიიპყრო სტივენ კარის შედარებით სუსტმა თამაშმა (თუ შეიძლება 19 ქულას, 11 პასსა და 7 მოხსნას სუსტი თამაში ეწოდოს).

ბოლო ორი მატჩია, გასული სეზონის MVP-ს სამქულიანები არ მისდის: "სან ანტონიოსთან" წაგებულ შეხვედრაში 12-დან ერთი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში, გუშინ კი ცხრიდან ორმა სამქულიანმა მიღწია მიზანს. ასე რომ, ბოლო ორ მატჩში კარიმ 21-დან 18 სამქულიანი ააცილა!

"საკმაოდ დამაჯერებლად ვგრძნობ თავს, უბრალოდ, ბურთი ჯიუტად არ ვარდება კალათში. ასეთი რამ ხდება. პირადად ჩემთვის სულერთია - მნიშვნელობას არ ვანიჭებ ჩაგდებას ან აცილებას. ამის გამო ნამდვილად არ შევწყვიტავ სროლას", - განაცხადა მატჩის შემდეგ კარიმ.

გუშინდელი მატჩებიდან ასევე აღსანიშნავია ლებრონ ჯეიმსის კარიერაში 41-ე სამმაგი დუბლი (33 ქულა, 11 მოხსნა, 11 პასი), რისი წყალობითაც, "კლივლენდმა" არსებობის ისტორიაში მეშვიდედ მოიგო ცენტრალური დივიზიონში პირველობა.

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ტორონტო რეპტორზის" გამთამაშებელი კაილ ლოური, რომელმაც თავის გუნდს ხუთიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. მან საშუალოდ 27.2 ქულა, 6.4 მოხსნა, 6.8 პასი და 2.2 ჩაჭრა დააგროვა. ოთხიდან ორ მატჩში ლოურიმ 30-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომა-სიტის" მცველი კევინ დურანტი, რომელიც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. დურანტის ანგარიშზე საშუალოდ 26.8 ქულა, 9.5 მოხსნა და 7.5 შედეგიანი პასი მოდის.

შარლოტი-სან ანტონიო 91:88
7:28, 29:23, 31:21, 24:16
შ: ლინი (29), ლი (17), ბატუმი (15), ზელერი (6+14 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (19+7 პასი), ოლდრიჯი (18+12 მოხსნა), დანკანი (16+10 მოხსნა+4 დაფარება), ლეონარდი (15).

კლივლენდი-დენვერი 124:91
38:23, 18:25, 31:24, 37:19
კ: ჯეიმსი (33+11 მოხსნა+11 პასი), სმიტი (15), ფრაი (14), დელავედოვა (10+7 პასი).
დ: ბარტონი (27), ჰარისი (11), იოკიჩი (11), ნურიკიჩი (11).

ინდიანა-ფილადელფია 91:75
25:18, 22:18, 19:20, 25:19
ი: ჯორჯი (15), ელისი (13), ჯორჯ ჰილი (12), მაინმი (12+10 მოხსნა), ტერნერი (10).
ფ: კენანი (15), ტომპსონი (15), გრანტი (14).

ბოსტონი-ორლანდო 107:96
22:17, 34:32, 35:29, 16:18
ბ: ტომასი (28+7 პასი), ოლინიკი (22), ბრედლი (22+9 მოხსნა), ტერნერი (16), ჯონსონი (11+11 მოხსნა).
ო: ოლადიპო (25+8 მოხსნა+5 ჩაჭრა), ფურნიე (13), გორდონი (13+8 მოხსნა), ნიკოლსონი (13).

დეტროიტი-მილუოკი 92:91
17:30, 28:18, 20:26, 27:17
დ: მორისი (21), კოლდუელ-პოუპი (15), დრამონდი (14+16 მოხსნა), ჰარისი (13), ტოლივერი (11).
მ: მიდლტონი (27), ანტენტოკუნმპო (21+12 მოხსნა), მონრო (18+10 მოხსნა).

ატლანტა-ვაშინგტონი 102:117
30:27, 29:34, 27:28, 16:28
ა: ტიგი (23), ჰარდუეი (16), ჰორფორდი (14+9 მოხსნა+9 პასი), მილსეპი (13).
ვ: უოლი (27+14 პასი), ბილი (25), პორტერი (16+10 მოხსნა), გორტატი (15), მორისი (14).

ჩიკაგო-საკრამენტო 109:102
30:26, 29:25, 23:30, 27:21
ჩ: როუზი (18), გიბსონი (18), მაკდერმოტი (16), პ. გასოლი (14+14 მოხსნა), ბატლერი (11+8 პასი+5 ჩაჭრა).
ს: კაზინსი (19+18 მოხსნა), კოლისონი (19), გეი (18), რონდო (14), ბატლერი (10).

მინესოტა-გ. სტეიტი 104:109
29:27, 29:34, 31:28, 15:20
მ: უიგინსი (25), თაუნსი (24+11 მოხსნა), რუბიო (20+11 პასი), ლავინი (19).
გ-ს: გრინი (24+9 მოხსნა+6 პასი), კარი (19+11 პასი), ტომპსონი (17).

ფინიქსი-მემფისი 97:103
21:24, 29:15, 23:31, 24:33
ფ: ბუკერი (18), ტაკერი (15), ნაითი (13+7 პასი), ლოუერი (13+13 მოხსნა), ტელეტოვიჩი (10).
მ: სტივენსონი (16), რენდოლფი (14+13 მოხსნა), ალენი (12), ბარნსი (12+9 მოხსნა), ფარმარი (12).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. y-კლივლენდი 70 50 20 71.4
2. ტორონტო 69 48 21 69.6
3. მაიამი 69 40 29 58.0
4. ატლანტა 71 41 30 57.7
5. ბოსტონი 71 41 30 57.7
6. შარლოტი 70 40 30 57.1
7. ინდიანა 70 37 33 52.9
8. ჩიკაგო 69 36 33 52.2
9. დეტროიტი 71 37 34 52.1
10. ვაშინგტონი 70 35 35 50.0
11. მილუოკი 71 30 41 42.3
12. ორლანდო 70 29 41 41.4
13. ნიუ იორკი 71 28 43 39.4
14. ბრუკლინი 69 19 50 27.5
15. ფილადელფია 71 9 62 12.7

დასავლეთი
თ მ წ %
1. y-გ. სტეიტი 70 63 7 90.0
2. y-სან ანტონიო 70 59 11 84.3
3. y-ოკლაჰომა 70 48 22 68.6
4. კლიპერსი 69 43 26 62.3
5. მემფისი 71 41 30 57.7
6. პორტლენდი 71 36 35 50.7
7. ჰიუსტონი 70 35 35 50.0
8. დალასი 70 35 35 50.0
9. იუტა 70 34 36 48.6
10. დენვერი 71 29 42 40.8
11. საკრამენტო 70 27 43 38.6
12. ნ. ორლეანი 69 26 43 37.7
13. მინესოტა 70 22 48 31.4
14. ფინიქსი 70 19 51 27.1
15. ლეიკერსი 69 14 55 20.3

შენიშვნა: y - დივიზიონის ჩემპიონი

ქულები
სტივენ კარი (გ-სტ) 30.1
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 28.6
კევინ დურანტი (ოკლ) 28.0
დემარკუს კაზინსი (საკ) 27.1
დემიენ ლილარდი (პორ) 25.8
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 24.9
ენტონი დევისი (ნ-ორ) 24.3
დემარ დეროზანი (ტორ) 23.8
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 23.8
პოლ ჯორჯი (ინდ) 23.5

მოხსნები
ანდრე დრამონდი (დეტ) 14.9
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 13.9
დუაიტ ჰოვარდი (ჰიუ) 12.1
ჰასან უაიტსაიდი (მაი) 11.7
დემარკუს კაზინსი (საკ) 11.6
პაუ გასოლი (ჩიკ) 11.2
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 10.3
კარლ-ენტონი თაუნსი (მინ) 10.3
ჯულიუს რენდლი (ლეი) 10.1
კევინ ლავი (კლივ) 9.9

პასები
რაჟონ რონდო (საკ) 11.7
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 10.4
ჯონ უოლი (ვაშ) 10.0
კრის პოლი (კლი) 9.9
რიკი რუბიო (მინ) 8.8
დრეიმონდ გრინი (გ-სტ) 7.4
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 7.2
დემიენ ლილარდი (პორ) 6.9
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 6.6
სტივენ კარი (გ-სტ) 6.6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დურანტი როდის აქეთაა მცველი?
fraternity
09:47 23-03-2016
0

სიახლეები პოპულარული