"პიონერები" გახდნენ უკვე არარსებული გუნდის "ინდიანაპოლის ოლიმპიანსის" მოთამაშეები. 1951 წლის ოქტომბერში, რალფ ბერდმა და ალექს გროზამ პოლიციის განყოფილებაში ამოყვეს თავი იმის გამო, რომ არალეგალურ კაზინოში სცადეს ბედი.
იმ წლებში, პროფესიონალი კალათბურთელის დაპატიმრებას მართლაც განსაკუთრებულ მოვლენად აღიქვამდნენ. 1950-დან 1970 წლამდე ასეთი მხოლოდ ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა, თანაც, ლაპარაკი იყო უმნიშვნელო დანაშაულებებზე.
მკვეთრი ზრდა 90-იან წლებში მოხდა, როცა მოთამაშეების
ასეთი ზრდის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ, ალბათ, შემთხვევითი არ არის კრიმინალისა და კალათბურთელთა შემოსავლების ზრდას შორის დამთხვევა. სამწუხაროდ, ახლანდელი ათწლეული მხოლოდ ადასტურებს ტენდენციას. ბოლო ოთხწლინახევრის განმავლობაში, 68 კალათბურთელი დააპატიმრეს, ასე რომ, დეკადის ახალი რეკორდი სავსებით რეალურია.
მაინც, რა დანაშაულია ყველაზე პოპულარული კალათბურთელებს შორის? ისინი ხშირად ისჯებიან მარიხუანას მოწევისთვის, სიჩქარის გადაჭარბებისთვის და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, მაგრამ ლიდერობს სხვადასხვა სიმძიმის ჩხუბი და მუშტი-კრივი, რომელიც 65 წლის განმავლობაში 103-ჯერ მომხდარა.
ხოლო ეკზოტიკურ დანაშაულად NBA-ში მიჩნეულია ავტომობილის გატაცება. ამით მხოლოდ "ატლანტას" კალათბურთელები ერთობოდნენ: მაიკ სოჯორნერი 1977 წელს და ედი ჯონსონი - 1980 წელს. ასევე მხოლოდ ორჯერ გამოიჭირეს მოთამაშეები მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ურთიერთობაში: ჯეიმს უორთის არ გაუმართლა 1990 წელს, როცა "ჰიუსტონთან" გასვლითი მატჩის დროს მოინდომა გართობა, აგრეთვე ენდრეი ბლეტჩს 2007 წელს. მან ქუჩაში გადაცმული პოლიციელი ქალი აიყვანა.
თუმცა კომიკური ისტორიების გარდა, მართლაც ნამდვილ ტრაგედიებსაც ჰქონდა ადგილი. სიაში ერთადერთი მკვლელობა ფიგურირებს. ის მოხდა 1991 წელს მოხდა, როცა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი "ბოსტონის" სათადარიგო მოთამაშე ჩარლზ სმიტი მიკროავტობუსით ბოსტონის უნივერსიტეტის სტუდენტურ ქალაქში შევარდა და ინციდენტის შედეგად, ორი ქალბატონი გარდაიცვალა.
ციხეში გატარებული ორი წლის შემდეგ, სმიტმა მომდევნო წლებში აშშ-ის ქვედა ლიგებში, ევროპაში, პუერტო რიკოსა და არგენტინაში 20 გუნდი გამოიცვალა. 2010 წელს, მკერდის არეში ორი ტყვია მოახვედრეს, მაგრამ გადარჩა, პოლიციამ კი მის სახლში კოკაინის მთელი საწყობი აღმოაჩინა.
კანონთან პრობლემები არა მხოლოდ რეზერვისტებს, არამედ დიად ვარსკვლავებსაც ჰქონდათ. საყოველთად ცნობილია ისტორია კობი ბრაიანტის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ, ხოლო მაიკლ ჯორდანის არშემდგარი დაპატიმრების ისტორია მაინც და მაინც არ გახმაურებულა. 1989 წელს, უკვე ცნობილმა, მაგრამ ჯერ არალეგენდარულმა მაიკლმა წითელი "ფერარით" საათში 145 კილომეტრი სიჩქარე განავითარა. არადა, დაშვებული სიჩქარე იყო - 50 კმ/სთ.
"ჩიკაგოს" მცველმა კორექტულად ელაპარაკა პატრულს, რომელმაც იცნო კალათბურთელი. მან ჯორდანს ჯარიმა გამოუწერა, რომლის გადახდა მომავალ ლეგენდას დაავიწყდა და მხოლოდ მაშინ გაახსენდა, რომ მასზე დაპატიმრების ორდერი გაიცა. საბოლოოდ, მაიკლს ჯარიმის გადახდა აკმარეს. პარტნიორს არ ჩამორჩა სკოტი პიპენი, რომლის "ანგარიშზეა" ქალზე თავდასხმა და იარაღის არალეგალური ტარება.
თავისი ლეგენდარული მოთამაშეების, აგრეთვე ალკოჰოლისა და მარიხუანას მოყვარული ჟოაკიმ ნოას "მონდომების" მიუხედავად, "ჩიკაგო" გუნდურ ჩათვლაში სადღაც შუაში იმყოფება. კრიმინალური ჩემპიონი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, "პორტლენდი" გახდა, რომელმაც 2000-იანების დასაწყისში ასე უწოდეს - "ჯეილ ბლეიზერსი".
საერთო ჯამში, კლუბის ისტორიაში მისი მოთამაშეები 23-ჯერ დააპატიმრეს, აქედან რვა ბონზი უელსის, დეიმონ სტაუდმაიერის, ზაკ რენდოლფის, რაშიდ უოლასისა და რუბენ პატერსონის ანგარიშზე მოდის. გარდა ამისა, სწორედ "პორტლენდში" თამაშობდა ჯერმენ ო'ნილი, როცა ის 18 წლის ასაკში პირველად დააპატიმრეს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის.
ჯერმეინი გახდა ყველაზე ახალგაზრდა დამნაშავე კალათბურთელი ისტორიაში. არაერთი წელი გაატარა ორეგონში კლიფ რობინსონმა, მაგრამ ყველაზე ხანდაზმული დამნაშავე ის "ფინიქსში" გახდა, როცა 40 წლის ასაკში მოძრაობდა მანქანით, რომელშიც მარიხუანა ინახებოდა.
ცნობილმა სკანდალისტმა უოლასმა "ვაშინგტონშიც" გამოიჩინა თავი. საერთო ჯამში, ამ კლუბის 23 კალათბურთელს ჰქონია ვიზიტი პოლიციის განყოფილებაში.
საერთოდ, კრიმინალების სამარცხვინო სიაში NBA-ის 30-ივე კლუბია, არადა, "ორლანდოს" შეეძლო სასიამოვნო გამონაკლისი გამხდარიყო, რომ არა დარელ არმსტრონგი. მან 2003 წლის ივლისში ღამის კლუბი დატოვა და შუა ქუჩაში მდგარმა ტაქსის აყვანა სცადა. სწორედ ამ დროს მოუვიდა ჩხუბი პოლიციელთან, რომელიც კალათბურთელის ტროტუარზე დაბრუნებას ცდილობდა.
სამაგალითო გუნდებს შორის არის "სან ანტონიო", რომლის სინდისზე მხოლოდ ოთხი ვიზიტია პოლიციაში. გუნდი სერიოზულად დააღალატა დევიდ უინგეიტმა, რომელიც ორჯერ იყო დადანაშაულებული გაუპატიურებაში.
მაგრამ ზემოთ ხსენებული ყველა მოთამაშე შორს არის რეკორდთან, რომელიც 1993-94 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტს დერიკ კოულმენს ეკუთვნის. ის ერთხელ იყო მიწვეული "ყველა ვარსკვლავის მატჩზე", სამაგიეროდ, შვიდჯერ მოხვდა ციხის კამერაში. თუმცა ამ ბიჭის დანაშაულებებს სერიოზულს ვერ ვუწოდებთ:
საგზაო წესების დარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა, რაც გამოიხატებოდა, მაგალითად, ჩინური რესტორნის შუა დარბაზში, ყველას თვალწინ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. დღეს, დერიკის რეკორდსმენობა მოსვენებას არ აძლევს ჯეი არ სმიტსა და ტაი ლოუსონს, რომლებიც ოთხ-ოთხი დაკავებით ლიდერობენ მოქმედ კალათბურთელებს შორის.
კრიმინალური რეკორდების წიგნში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჯეისონ კიდს. მის პასივშია სამი დაპატიმრება ჩხუბისთვის, ოჯახური ძალადობისთვის და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის. თუმცა პირველ და ბოლო შემთხვევას შორის პერიოდმა მთელი 17 წელიწადი შეადგინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"