"ტრამპს ძალიან კარგად ვიცნობ. მიხარია, რომ მან გაიმარჯვა. ეს კარგი იქნება აშშ-ში ჭადრაკის განვითარებისთვის. მე მას გავუგზავნე მიწვევა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მატჩის პირველ პარტიაში პირველი სვლის გასაკეთებლად", - თქვა პრეზიდენტმა.
ტიტულისთვის მატჩი 11-30 ნოემბერს, ნიუ იორკში გაიმართება. ნორვეგიელი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი რუს სერგეი კარიაკინს შეხვდება.
ტრამპი, შესაძლოა, ეწვიოს გახსნის ცერემონიას, მაგრამ თავად ილუმჟინოვი იქ არ
* * *
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ, შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს ლოს ანჯელესის შანსებზე - უმასპინძლოს 2024 წლის ოლიმპიური თამაშებს. საგანაცხადო კომიტეტი შიშობს, რომ ტრაპის, როგორც რასისტის, ქსენოფობისა და სექსისტის იმიჯი გავლენას იქონიებს ხმების რაოდენობაზე, რომელსაც აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ელოდება არაბული და ლათინოამერიკული ქვეყნებიდან.
2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს 2017 წლის 13 სექტემბერს აირჩევენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე. ლოს ანჯელესის კონკურენტები იქნებიან - პარიზი და ბუდაპეშტი.
* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლებმა სოლიდური ფინანსური წვლილი შეიტანეს ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაში. საერთო თანხამ 1.5 მილიონი დოლარი შეადგინა.NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა მეჯიქ ჯონსონმა 529 700 დოლარი გაიღო, ასევე თანხა შეიტანეს გრანტ ჰილმა, ჯეისონ კოლინზმა და ჯეისონ კიდმა. ყველაზე დიდ თანხას შეელია აგენტი კეინი ვასერმანი - 709 500 დოლარი.
ლიგის არც ერთ წარმომადგენელს ერთი ცენტიც არ გაუმეტებია რესპუბლიკური პარტიის კანდიდატისთვის დონალდ ტრამპისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"