NBA. "ნიქსში" ბლატზე ფიქრობს, კიდი "მილუოკიში" არ მოსწონთ

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსმა" წლევანდელი სეზონი ჩააგდო, პლეი ოფში ვერ მოხვდა და ახლა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე "კლივლენდის" ყოფილი დამრიგებლის დევიდ ბლატის კანდიდატურას განიხილავს.

ESPN-ის ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს კურტ რემბისს აქვს პოსტის შენარჩუნების შანსი, თუმცა "ნიქსის" პრეზიდენტი ფილ ჯექსონი ალტერნატიულ ვარიანტებზეც ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ ბლატი იანვარში გაუშვეს "კლივლენდიდან" - როცა გუნდი ლიდერობდა აღმოსავლეთ კონფერენციას მაჩვენებლებით - 30 მოგება და 11 წაგება. გასულ სეზონში, ბლატმა "კავალიერზი" ფინალში გაიყვანა.

* * *
ცნობილი ხდება, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჯეისონ კიდი, შესაძლოა,
"მილუოკის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვონ. ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა The Journal Times-ის მიმომხილველმა გერი ვოლფმა.

ვისკონსინური კლუბის შეფობას კიდის მუშაობით უკმაყოფილების საბაბი საკმარისად აქვს. პირველ რიგში, გუნდის ცუდი შედეგები: შარშან დაკავებული მეექვსე ადგილის შემდეგ, "მილუოკი" პლეი ოფში ვერ გავიდა.

ამავდროულად, "ბაქსში" აღშფოთებულნი არიან სპეციალისტის ჩარევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - კიდის მიერ მოყვანილმა გამთამაშებელმა მაიკლ კარტერ-უილიამსმა და ცენტრმა გრეგ მონრომ ვერ გაამართლეს მოლოდინი.

დაბოლოს, კიდმა უბრალოდ, გააფუჭა ურთიერთობა კლუბის აქციონერებთან - მარკ ლესრისთნ და უეს ედენსთან.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ კიდთან ერთად, "მილუოკის" დატოვებს გენერალური მენეჯერი ჯონ ჰემონდი, ოღონდ სხვა მიზეზით - ფუნქციონერს შესთავაზეს სამუშაო "ნიუ ორლეან პელიკანსის" ოფისში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული