NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ერთი რეკორდი "სპურსსაც" აქვს

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღეღა რჩება. სატურნირო ცხრილში ბევრი რამ უკვე გარკვეულია, ამიტომაც, მატჩების დიდ ნაწილს ინტრიგა დაკარგული აქვს. ასე იყო, მაგალითად, "სან ანტონიოსა" და "ოკლაჰომა-სიტის" გუშინდელ შეხვედრაში, რადგან ამ გუნდებს გარანტირებული აქვთ მეორე და მესამე ადგილები დასავლეთ კონფერენციაში.

თუმცა "სპურსისთვის" მაინც სასურველი იყო ამ შეხვედრის მოგება იმ მხრივ, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდი სეზონში მე-40 საშინაო გამარჯვებას გაიფორმებდა და ამით გაიმეორებდა 1985-86 წლების სეზონში "ბოსტონის" მიერ დამყარებულ რეკორდს საკუთარ მოედანზე მოგებული მატჩების რაოდენობით. "სპურსმა" ერთადერთი მატჩი შინ "გოლდენ სტეიტთან" წააგო,
ხოლო "ბოსტონი" 30 წლის წინათ "პორტლენდთან" დამარცხდა, თუმცა შემდეგ, ჩემპიონი გახდა.

"ოკლაჰომამ" ამაში მაქსიმალურად შეუწყო ხელი "სპურსს" იმ მხრივ, რომ დაასვენა თავისი ლიდერები - რასელ უესტბრუკი და კევინ დურანტი, "სან ანტონიომ" კი ოპტიმალური შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე. მიუხედავად ამისა, "თანდერის" სათადარიგო მოთამაშეებმა დიდი ძალა დაახარჯვინეს მეტოქეს და ძალიან ახლოსაც იყვნენ გამარჯვებასთან.

პირველ ტაიმში მოედანზე სტუმრები დომინირებდნენ და მათი უპირატესობა 18 ქულასაც კი აღწევდა. თუმცა შესვენების შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა და "სან ანტონიოს" ძირითად დროშიც შეეძლო მოგება, მაგრამ დიონ უეიტერსმა ოვერტაიმში გადაიყვანა შეხვედრა. დამატებით დროში "სპურსმა" მხოლოდ ხუთი ქულა ჩააგდებინა მეტოქეს და "ბოსტონის" რეკორდი გაიმეორა.

მნიშვნელოვანი იყო ეს მატჩი ტიმ დანკანისთვის. "სან ანტონიოს" ვეტერანმა კარიერაში 1392-ე მატჩი ჩაატარა, ყველა დროის სიაში ჯეისონ კიდს გაუსწრო და მეშვიდე ადგილზე გადავიდა. ახლა, დანკანის მორიგი სამიზნეა კევინ უილისი 1424 მატჩით. ასევე, ტიმზე ზემოთ არიან: კევინ გარნეტი (1462), კარლ მელოუნი (1476), ჯონ სტოქტონი (1504), ქარიმ აბდულ-ჯაბარი (1560) და რობერტ პერიში (1611).

* * *
როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, "ნიუ იორკ ნიქსი" დაინტერესებულია მთავარ მწვრთნელად დევიდ ბლატის მიწვევით. ახლა ირკვევა, რომ ამ სპეციალისტს ასევე დაადგა თვალი "ბრუკლინ ნეტსმა". გარდა ამისა, ეს გუნდი მეორე ვარიანტად იტალიელი მწვრთნელის ეტორე მესინას კანდიდატურას განიხილავს.

ბლატი ამ სეზონის მსვლელობისას დაითხოვეს "კლივლენდიდან" და უმუშევარია, ხოლო მესინა "სან ანტონიოში" მუშაობს გრეგ პოპოვიჩის ასისტენტად.

ინდიანა-ნიუ იორკი 102:90
29:36, 24:18, 26:16, 23:20
ი: ჯორჯ ჰილი (19), ჯორჯი (19+6 პასი), მაინმი (14+8 მოხსნა), ტერნერი (13), სტაკი (10), ს. ჰილი (6+11 მოხსნა).
ნ-ი: უილიამსი (21), გრანტი (18+6 პასი), აფლალო (13).

დეტროიტი-მაიამი 93:99
17:19, 33:31, 19:21, 24:28
დ: კოლდუელ-პოუპი (17), ჰარისი (16), მორისი (16+9 მოხსნა), ბლეიკი (10+7 პასი), დრამონდი (9+18 მოხსნა).
მ: ჯონსონი (25), დენგი (17+10 მოხსნა), დრაგიჩი (16), უეიდი (14), უაიტსაიდი (14+9 მოხსნა).

ტორონტო-ფილადელფია 122:98
32:23, 23:38, 32:13, 35:24
ტ: პაუელი (18), ვალანჩუნასი (17+11 მოხსნა), როსი (17), ბიიომბო (14+7 მოხსნა), სკოლა (12), ლოური (11), დეროზანი (10+7 მოხსნა+6 პასი).
ფ: კოვინგტონი (24), სმიტი (18), ნოელი (14+10 მოხსნა), სტაუსკასი (13).

სან ანტონიო-ოკლაჰომა 102:98 (ო)
21:32, 22:21, 31:19, 19:21, 9:5
ს-ა: ლეონარდი (26), პარკერი (20), დანკანი (12+9 მოხსნა).
ო: კანტერი (17+16 მოხსნა), პეინი (17+7 პასი), უეიტერსი (17), ადამსი (17+9 მოხსნა), რობერსონი (5+10 მოხსნა).

კლიპერსი-მემფისი 110:84
29:22, 32:21, 23:21, 26:20
კ: რივერსი (14), გრინი (13), პოლი (12+13 პასი), გრიფინი (12+7 მოხსნა), რედიკი (11), პოლი (11), ჯორდანი (7+12 მოხსნა).
მ: რენდოლფი (14), მარტინი (12), მანფორდი (11), სტივენსონი (11), გრინი (8+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული