ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი და "კლივლენდის" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, გამთენიისას, NBA-ს აღმოსავლეთის ფინალური დაპირისპირების მეორე შეხვედრა გაიმართა.

ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდმა" საკუთარ მოედანზე "ტორონტო" მიიღო და 108:89 გაანადგურა. ამ გამარჯვების შემდეგ კლივლენდელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრაში სამმაგი დუბლი გაიფორმა. ლებრონმა 23 ქულა, 11 მოხსნა და 11 გადაცემა მიითვალა.

პლეი ოფის მესამე მატჩი 22 მაისს, ტორონტოში გაიმართება.

კლივლენდი-ტორონტო 108:89
(30:28, 32:20, 24:21, 22:20)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული