12:50 27-05-2016
"გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფის მეხუთე შეხვედრაში გაიმარჯვა [VIDEO]
AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტი" საკუთარ მოედანზე "ოკლაჰომას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 120:111 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტმა" სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 2:3.
აღსანიშნავია, რომ წაგების მიუხედავად, ქულების მიხედვით ლიდერები "ოკლაჰომას" კალათბურთელები კევიდ დურანტი და რასელ ვესტბრუკი გახდნენ. დურანტმა ყველაზე მეტი, 40 ქულა მოაგროვა, რასაც 7 მოხსნა და 3 პასი მიამატა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ვესტბრუკმა 31 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა მიითვალა, თუმცა ბურთი 7-ჯერ დაკარგა.
"გოლდენ სტეიტიდან" ყველაზე მეტი, 31 ქულა სტეფ კარიმ მოაგროვა, რომელსაც 7 მოხსნა და 6 პასი მიამატა, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა.
27 ქულა მოაგროვა კლეი ტომპსონმა, რომელსაც ანგარიშზე 5 მოხსნა და 2 პასი აქვს.
შეხვედრაში ორი ორმაგი დუბლი დაფიქსირდა და ორივე "გოლდენ სტეიტის" ანგარიშზე. ენდრიუ ბოგუტმა 15 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა, ხოლო დრეიმონდ გრინმა 11 ქულა და 13 მოხსნა.
29 მაისს, პლეი ოფის მე-6 მატჩში "ოკლაჰომა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლებს.
გოლდენ სტეიტი-ოკლაჰომა 120:111
(25:21, 33:29, 23:27, 39:34)
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თუ მომდევნო თამაში ვერ მოიგო ოკლაჰომამ,ბოლო თამაშში დედა აღარ ეყოლება!
0
0
მომდევნო თამაშს მოიგებს, მარა კიდეც რომ ვერ მოიგოს მაინც გავა ფინალში, გოლდენ სტეიტს მაგრად გაუჭირდა გუშინ, როცა ოკლაჰომამ ორივე საშინაო შეხვედრა ცალი ხელით მოიგო
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული