"ნიუ ორლეან პელიკანსის" 23 წლის კალათბურთელი დალასში მოკლეს

AutoSharing Option
"ნიუ ორლეან პელიკანსის" 23 წლის მცველი ბრაის დეჟან-ჯონსი დალასში ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს.

პოლიციის ინფორმაცით, ღამით კალათბურთელმა ერთ-ერთ სახლში კარი შეამტვრია და სახლის მეპატრონემ დაუპატიჟებელ სტუმარს მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. კალათბურთელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დეჟან-ჯონსს სახლი აერია. კერძოდ, მას თავისი შვილის დედის ბინაში მოხვედრა სურდა, მაგრამ კარი აერია და სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.

წლევანდელ რეგულარულ ჩემპიონატში დეჟან-ჯონსმა 11 მატჩი ჩაატარა "პელიკანსის" შემადგენლობაში და საშუალოდ, 19.9 წუთში 6.3 ქულა, 3.5 მოხსნა და 1.1 შედეგიანი პასი დააგროვა.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული