გრინის 28 ქულა და "გოლდენ სტეიტი" "კლივლენდს" ანადგურებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ივნისს, გამთენიისას, NBA-ს ფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა.

"გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდს" უმასპინძლა და 110:77 გაანადგურა. ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტი" სერიაში 2:0 დაწინაურდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28 ქულა დრეიმონდ გრინმა მიითვალა, რომელმაც მასპინძლების გამარჯვებაში დიდი წილი დაიდო. გრინმა საკუთარ მონაგარს 7 მოხსნა და 5 პასი მიამატა.

ასევე გამოირჩნენ სტეფ კარი და კლეი ტომპსონი. კარიმ 18 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ხოლო ტომპსონმა - 17 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა.

"კლივლენდიდან" ყველაზე მეტი, 19 ქულა ლებრონ ჯეიმსმა
მოაგროვა, რასაც 9 პასი და 8 მოხსნა მიუმატა. ამავე დროს, ლებრონმა ბურთი 7-ჯერ დაკარგა.

მომდევნო შეხვედრა ამჯერად "კლივლენდში", 9 ივნისს გაიმართება.

გოლდენ სტეიტი-კლივლენდი 110:77
(19:21, 33:23, 30:18, 28:15)
მკითხველის კომენტარები / 1 /
4-0 მორჩება
ვიში
14:24 06-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული