ბარაკ ობამა შესაძლოა NBA-ს კლუბის მფლობელი გახდეს

AutoSharing Option
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც 2017 წლის იანვარში თანამდებობას დატოვებს, შესაძლოა, NBA-ს ერთ-ერთი კლუბის მფლობელთა ჯგუფში შევიდეს.

ESPN-ის ინფორმაციით, ობამამ უკვე განიხილა კლუბის მფლობელთა ჯგუფში შესვლის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ობამა ადრე GQ Magazine-თან ინტერვიუში ამბობდა:

"ფანტაზიები მქონდა, თუ რა კარგი იქნებოდა NBA-ს საკუთარი გუნდის აწყობა და რამდენ სიამოვნებას მომანიჭებდა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იქნებოდა".

ცნობილი ფაქტია, რომ ბარაკ ობამა "ჩიკაგო ბულსის" გულშემატკივარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული