ამ ნაბიჯის მიუხედავად, ლებრონი არ აპირებს კლუბის შეცვლას: "მომწონს კლივლენდში და არსად წასვლას არ ვაპირებ. არსებობს რამდენიმე ტექნიკური დეტალი, რომელსაც ჩემს აგენტს დავუტოვებ".
იმის გამო, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სახელფასო ბიუჯეტის ზედა ზღვარმა მოიმატა, ლებრონს მომავალ სეზონში 30 მილიონი დოლარის გამომუშავების საშუალება ექნება.
უეიდი "მაიამიდან" მიდის?
"მაიამი ჰიტის" მრავალწლიანი ლიდერი ამასთან დაკავშირებით, უეიდი მზად არის მოისმინოს სხვა კლუბების შეთავაზებები. ამჟამად, სიტუაცია ისე ვითარდება, რომ დიდი ალბათობით, დუეინი ახალ სეზონს ახალი გუნდის მაისურით დაიწყებს.
34 წლის კალათბურთელს მთელი კარიერა "მაიამიში" აქვს გატარებული და ამ გუნდთან ერთად სამჯერ მოიგო NBA-ის ჩემპიონის ტიტული. გასულ რეგულარულში მან 74 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 19.0 ქულა, 4.1 მოხსნა და 4.7 შედეგიანი პასი დააგროვა.
დანკანის ერთწლიანი კონტრაქტი
"სან ანტონიო სპურსის" ლეგენდამ ტიმ დანკანმა გადაწყვიტა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს ხელშეკრულება ტეხასურ გუნდთან. კონტრაქტის თანახმად, ვეტერან ფორვარდს 5.6 მილიონი დოლარი ეკუთვნის.ამასთან, პრესაში იწერება, რომ კალათბურთელის ასეთი გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის უკვე 100 პროცენტით ჩამოყალიბდა მომავალ გეგმებზე პროფესიულ კარიერასთან დაკავშირებით. თუმცა, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლეგენდარული ცენტრი NBA-ში რიგით მე-20 სეზონს ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ "ოკლაჰომასთან" მეოთხედფინალური სერიის წაგების შემდეგ, დანკანმა დრო მოითხოვა მოსაფიქრებლად - გაეგრძელებინა კარიერა თუ დამსახურებულ პენსიაში წასულიყო.
გასული სეზონი ყველაზე ცუდი იყო დანკანის კარიერაში სტატისტიკური მაჩვენებლებით: რეგულარულ ჩემპიონატში ტიმმა 61 მატჩი ჩაატარა, დააგროვა 8.6 ქულა, 7.3 მოხსნა და 2.7 შედეგიანი პასი.
ვის დარჩება ჰოვარდი?
ESPN-ის ინფორმაციით, "ბოსტონი" და "ატლანტა" პირველი ორი გუნდია, რომელთან შეხვედრაზე დათანხმდა "ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი. მოლაპარაკებებისას სავარაუდო ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ პირველ ივლისს ჰოვარდი თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან უარი თქვა "ჰიუსტონთან" კონტრაქტის ბოლო წელზე."ბოსტონისა" და "ატლანტას" გარდა, ჰოვარდთან კონტრაქტის გასაფორმებლად კიდევ 3-4 კლუბი იბრძოლებს, რომელთა შორის აუცილებლად იქნება "მაიამი ჰიტი".
გასულ რეგულარულში ჰოვარდმა 71 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 13.7 ქულა და 11.8 მოხსნა მიითვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"