"მემფის გრიზლი" მაიკ კონლის NBA-ს ისტორიაში უმსხვილეს კონტრაქტს გაუფორმებს

AutoSharing Option
"მემფის გრიზლის" გამთამაშებელი მაიკ კონლი კლუბთან ახალ შეთანხმებას გააფორმებს, რომელიც NBA-ს ისტორიაში უმსხვილესი იქნება. ESPN-ის ცნობით, ახალი 5-წლიანი კონტრაქტით კალათბურთელი ჯამში 153 მლნ დოლარს გამოიმუშავებს.

უწინდელი რეკორდი დემიან ლილარდს ეკუთვნოდა, რომელსაც 150 მლნ-იანი კონტრაქტი "ბლეიზერმა" შარშან გაუფორმა.

რაც შეეხება მაიკ კონლის, 28 წლის კალათბურთელი NBA-ს 2015/16 წლების რეგულარულ ჩემპიონატში საშუალოდ მატჩში 15,3 ქულასა და 6,1 პასს ითვლიდა. კლუბსა და კალათბურთელს შორის გარიგების ოფიციალურად 7 ივლისის შემდეგ გამოცხადდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინმემ მოთხარით რა დამსახურებისთვის მისცეს ამოდენა თანხა ამ კაცს, რომელიც ოლსტარს ჩემსავით ტელევიზორიდან, ან მაყურებლის სკამიდან (ამაში სამწუხაროდ ვერ ვედრებით) უყურებს ყოველთვის?
ქუთათური
13:58 05-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული