NBA. ტრანსფერები: დუეინ უეიდი "ჩიკაგოსკენ"

AutoSharing Option
თავისუფალ აგენტთაგან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი "მაიამის" უკანახაზელი დუეინ უეიდია. მან სახალხოდ განაცხადა, რომ ფლორიდაზე დარჩენას არ აპირებს. სწორედ ამის შემდეგ გამოუჩნდა არაერთი მსურველი. მაგალითად, "დენვერი" 2-წლიან, 52-მილიონიან კონტარქტს სთავაზობს. "მაიამისაც" სურს მისი შენარჩუნება და ასევე 2 წელიწადში 40 მილიონს არ ინანებს.

თუმცა უეიდი ჩრდილოეთისკენ იყურება - "ჩიკაგოში" სურს თამაში. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ჩიკაგოელებსა და უეიდს შორის შეთანხმება მიღწეულია და კალათბურთელი 2 წელიწადში 47 მილიონ დოლარს მიიღებს.

ჰორფორდი ბოსტონში
ზაზა ფაჩულიას მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ელ ჰორფორდი კარიერას "ბოსტონში" განაგრძობს. 2007
წლის დრაფტის მესამე ნომერი აქამდე "ატლანტას" ერთგულებდა, თუმცა "კელტებისგან" იმდენად სარფიანი წინადადება მიიღო, რომ უარის თქმა სისულელე იქნებოდა.
ჰორფორდმა "ბოსტონთან" 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამ დროში კი 113 მილიონი დოლარი ჩაერიცხება.

ჰარდენმა ჰიუსტონთან გაახანგრძლივა
ჯეიმს ჰარდენს "ჰიუსტონთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი, 4-წლიანი ხელშეკრულება გაუმზადა და ჰარდენმაც სიამოვნებით მოაწერა ხელი.

ან, კონტრაქტი 118-მილიონიანია. პირველ სეზონში "ბაბუაწვერა" 26.5 მილიონ დოლარს მიიღებს, მომდევნო სეზონში - 28.3 მილიონს, შემდეგ - 30.4-ს, მეოთხე წელს კი 32.7 მილიონს.

აქამდე არსებული კონტრაქტი ცოტა "მოკრძალებული" იყო. მისი მიხედვით ჯეიმს ჰარდენს 2016-17 წლების სეზონში 16.8 მილიონი დოლარი უნდა აეღო, 2017-18-ში - 18.8 მილიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული