მას შემდეგ, რაც "გოლდენ სტეიტში" გადავიდა, ვარსკვლავურ ფორვარდს გაუფუჭდა ურთიერთობა გულშემატკივრებთან და ყოფილ პარტნიორებთან.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამხრეთული სამზარეულოს რესტორანი ოკლაჰომა-სიტიში, რომელსაც KD's ერქვა, გარკვეული ვადით დაიხურება.
ეს რესტორანი დურანტმა Hal Smith Restaurant Group-თან ერთად გახსნა 2013 წელს.
"ჩვენთვის დიდი პატივი იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დურანტთან თანამშრომლობა, - განაცხადა ჯგუფის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჰელ სმიტმა. - მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ ახალ წამოწყებაში".
კევინის "გოლდენ სტეიტში" გადასვლის შემდეგაც, რესტორანი ძალიან
იტყობინებიან, რომ დურანტი რესტორანში 25-პროცენტიანი წილის მფლობელი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"