მიმომხილველმა ბრედ ტერნერმა თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ 38 წლის ფორვარდი აგრძელებს კარიერას. პირსი გასული სეზონის დასრულების შემდეგ აცხადებდა, რომ მოგვიანებით მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას და როგორც ჩანს, თამაშის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
შეგახსენებთ, რომ "კლიპესის" ვეტერანის კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
2015-16 წლების რეგულარულში პირსი საშუალოდ 18 წუთს ატარებდა მოედანზე და 6.1 ქულას, 2.7 მოხსნასა და 1.0 პასს აგროვებდა. მომავალი სეზონი მე-18 იქნება მისთვის NBA-ში.