NBA. რეგულარული ჩემპიონატი: რომ არა ლებრონი

AutoSharing Option
"ფილადელფიას" წინააღმდეგ მატჩში "კლივლენდმა" რთულ გამარჯვებას მიაღწია - 112:108. ამის გაკეთება "კავალერებმა", ძირითადად, ლებრონ ჯეიმსის წყალობით მოახერხეს, რომელმაც სეზონში მესამე სამმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულა, 10 მოხსნა და 13 შედეგიანი პასი. ლებრონისთვის ეს იყო 45-ე ტრიპლ-დაბლი კარიერაში, რითაც ყველა დროის სიაში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

გარდა ამისა, ჯეიმსმა სამი სამქულიანის ჩაგდება მოახერხა და რიგით მესამე შორეული ტყორცნა მე-1000 იყო მისთვის ""კლივლენდის" შემადგენლობაში. ლებრონი კლუბის აბსოლუტური რეკორდსმენია ამ მაჩვენებლით.

* * *
"საკრამენტო კინგზის" ცენტრმა დემარკუს კაზინსმა 37 ქულა დააგროვა რეგულარული
ჩემპიონატის მატჩში "ბრუკლინის" წინააღმდეგ. ამან საშუალება მისცა 26 წლის კალათბურთელს, მესამე ადგილზე გადასულიყო კალიფორნიული კლუბის ყველა დროის ბომბარდირებს შორის.

ადრე მესამე ადგილი ეკავა კრის უებერს, რომელმაც "კინგზის" მაისურით 8843 ქულის მოგროვება მოასწრო. ახლა, კაზინსის ანგარიშზე 8847 ქულა მოდის. მეორე ადგილზეა პრედრაგ სტოიაკოვიჩი (9498), პირველზე - მიტჩ რიჩმონდი (12070).

აღვნიშნავთ, რომ ამ რეიტინგში იგულისხმება ქულები, რომელიც დაგროვილია "ცინცინატი როიალზის" საკრამენტოში გადასვლის შემდეგ (1985 წელი).

ფილადელფია-კლივლენდი 108:112
30:24, 28:28, 23:25, 27:35
ფ: ემბიდი (22+9 მოხსნა), ოკაფორი (14+9 მოხსნა), ჰენდერსონი (13), ილიასოვა (13), როდრიგესი (12+7 პასი), სტაუსკასი (11), შარიჩი (10).
კ: ირვინგი (39), ჯეიმსი (26+10 მოხსნა+13 პასი), ლავი (25+11 მოხსნა), ტომპსონი (12+12 მოხსნა).

ფინიქსი-დენვერი 114:120
28:29, 15:34, 36:23, 35:34
ფ: ბლედსოუ (35+6 პასი), ბუკერი (30), ტაკერი (21+8 მოხსნა), ნაითი (11), ჩენდლერი (10+15 მოხსნა), ლენი (5+10 მოხსნა).
დ: ჩენდლერი (25+8 მოხსნა), ნელსონი (21), მუდიაი (19+6 პასი), ფარიდი (14+9 მოხსნა), იოკიჩი (13+11 მოხსნა).

ორლანდო-მილუოკი 96:104
29:36, 23:22, 20:21,24:25
ო: ფურნიე (27+7 პასი), იბაკა (19), ვუჩევიჩი (17+16 მოხსნა), პეიტონი (16), ოგასტინი (11).
მ: ჰენსონი (20+7 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (18+9 მოხსნა), ბიზლი (13), ბროგდონი (12), მონრო (11+7 მოხსნა).

ბრუკლინი-საკრამენტო 105:122
35:31, 24:27, 18:34, 28:30
ბ: კილპატრიკი (22), ლოპესი (17+7 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (13), უაიტჰედი (11), ჰემილტონი (6+10 მოხსნა).
ს: კაზინსი (37+11 მოხსნა), გეი (22+8 მოხსნა+8 პასი), კოლისონი (18), ლოუსონი (13).

ინდიანა-კლიპერსი 91:70
23:20, 27:20, 26:18, 15:12
ი: რობინსონი (17), ტერნერი (17+12 მოხსნა), ჯეფერსონი (16+8 მოხსნა), სტაკი (12), იანგი (11), ტიგი (7+10 პასი).
კ: გრიფინი (16+9 მოხსნა), პოლი (13), კროუფორდი (12), ჯორდანი (8+14 მოხსნა).

დალასი-ნ. ორლეანი 91:81
26:20, 18:22, 16:18, 31:21
დ: ბარნსი (23+7 მოხსნა), მეტიუზი (21), ანდერსონი (14+8 მოხსნა), სეტ კარი (10), ბოგუტი (5+14 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (36+13 მოხსნა), ჰოლიდეი (17+6 პასი).

პორტლენდი-ჰიუსტონი 114:130
35:35, 27:30, 31:31, 21:34
პ: მაკალუმი (28+7 პასი), ლილარდი (27), ჰარკლესი (18), ტერნერი (15), პლამლი (11+8 მოხსნა+7 პასი).
ჰ: ჰარდენი (38+10 პასი), გორდონი (26), კაპელა (21+9 მოხსნა), არიზა (18), ანდერსონი (14).

ლეიკერსი-ატლანტა 109:94
21:32, 35:16, 28:29, 25:17
ლ: უილიამსი (21), კლარკსონი (18+5 მოხსნა), იანგი (17), ნენსი (12+10 მოხსნა).
ა: ბეიზმორი (21), ჰოვარდი (19+9 მოხსნა), შრიოდერი (11+8 პასი), მუსკალა (10+5 მოხსნა), კორვერი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული