სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?

AutoSharing Option
წინა ორი სეზონის უძვირფასესმა მოთამაშემ, "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა სტივენ კარიმ არ გამორიცხა, რომ მშობლიურ ქალაქ შარლოტში დაბრუნდება და "ჰორნეტსის" შემადგენლობაში ითამაშებს.

"განვიხილავ თუ არა შარლოტში გადასვლის შესაძლებლობას მომავალ ზაფხულს? არ ვიცი.

ჩემს გეგმებშია შარლოტში გადასვლა. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ყოველდღე ვფიქრობ. ცხადია, რომ მჭიდროდ ვარ დაკავშირებული ამ ქალაქთან და ვისურვებდი იქ თამაშს. ჩემთვის ბევრი რამ ძალიან კომფორტულია იქ. რთული სათქმელია, როგორი სიტუაცია იქნება მომავალ წელს", - ამბობს კარი The Charlotte Observer.

შეგახსენებთ, რომ კარი აკრონში დაიბადა - ლებრონ ჯეიმსის
მშობლიურ ქალაქში, მაგრამ ბავშვობა შარლოტში გაატარა. კარის აქვს საკუთარი სახლი ქალაქში, გარდა ამისა, მისი მშობლები სწორედ აქ ცხოვრობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული