ორგანიზატორებმა NBA-ს "ოლ სტარის" გამოკითხვის პრინციპი შეცვალეს, მიზეზი ფაჩულიაა?

AutoSharing Option
წელს NBA ALL-STAR-ის გამოკითხვის ორგანიზატორებმა ხმის მიცემის პრინციპი შეცვალეს. ამიერიდან, ფანების ხმები საერთო ქულების მხოლოდ 50%-ს შეადგენს, ხოლო 25%-25% დაემატება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კალათბურთელებისა და მედიის წარმომადგენლებისგან.

2017 წლის NBA ALL-STAR-ის სასტარტო კალათბურთელების გამოვლენას ფანები 25 დეკემბრიდან დაიწყებენ. მატჩი კი 19 თებერვალს ახალ ორლეანში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შარშან ზაზა ფაჩულიას სულ რაღაც 14 228 ხმა დააკლდა NBA ALL-STAR-ში მოსახვედრად. ქართველმა ცენტრმა 768 ათას ხმაზე მეტი მიიღო, რამაც ამერიკულ მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან ზაზამ ხმებით უკან მოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც
ტიმ დანკანი
, დემარკუს კაზინსი, ბლეიკ გრიფინი და დრეიმონდ გრინი არიან.

ჯერ კიდევ მაშინ აქტიურად განიხილავდნენ, რომ გამოკითხვის პრინციპი დასახვეწი იყო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
:)):)):))ამერიკა მსოფლიოს, პოლიტიკური თამაშის წესებს კარნახობს,საქართველო ამერიკას NBA ALL-STAR- ის გამოკითხვის წესებს:)):)):))
tazo
16:47 20-12-2016
0
თაზო ნაღდი ხარ!!!!..:))
dato
20:27 20-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული