ორგანიზატორებმა NBA-ს "ოლ სტარის" გამოკითხვის პრინციპი შეცვალეს, მიზეზი ფაჩულიაა?

AutoSharing Option
წელს NBA ALL-STAR-ის გამოკითხვის ორგანიზატორებმა ხმის მიცემის პრინციპი შეცვალეს. ამიერიდან, ფანების ხმები საერთო ქულების მხოლოდ 50%-ს შეადგენს, ხოლო 25%-25% დაემატება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კალათბურთელებისა და მედიის წარმომადგენლებისგან.

2017 წლის NBA ALL-STAR-ის სასტარტო კალათბურთელების გამოვლენას ფანები 25 დეკემბრიდან დაიწყებენ. მატჩი კი 19 თებერვალს ახალ ორლეანში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შარშან ზაზა ფაჩულიას სულ რაღაც 14 228 ხმა დააკლდა NBA ALL-STAR-ში მოსახვედრად. ქართველმა ცენტრმა 768 ათას ხმაზე მეტი მიიღო, რამაც ამერიკულ მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან ზაზამ ხმებით უკან მოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც
ტიმ დანკანი
, დემარკუს კაზინსი, ბლეიკ გრიფინი და დრეიმონდ გრინი არიან.

ჯერ კიდევ მაშინ აქტიურად განიხილავდნენ, რომ გამოკითხვის პრინციპი დასახვეწი იყო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბიჯოს საშუალო თუ საშუალოზე დაბალი!!! ჩვენია!! ეს უკვე საკმარისია მის გვერდით დგომისთვის!!! ძლიერი ერი და საზოგადოება ყოველთვის აფასებს ყოველ საკუთარ წარმომადგენელს და გვერდში უდგას უფრო მეტს რომ მიაღწიოს... რაც უფრო ამას ადრე გავითავისებთმ, მით უფრო უკეთესია ყველასთვის!!
0
ბიჯო საშუალო დონეა თუ კიდევ უფრო დაბალი გიხაია თუ რა გვაცადე ჩვენ მაინც ნუგარ წერ სისულელეებს ჯინაზე უხარია ქართველს ქართველის წარმატება და ურა პატრიოტიზმია თუ რა კი ვიხარებთ გულს და აცადე ხალხს სიხარული
fexburteli
13:02 21-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული