![](https://sportall.ge/pictures/image31/eda1e08e5da81539f56457b8324ce858.jpg)
ამ წელს, ლებრონმა პირველად მიიყვანა ჩემპიონობამდე "კლივლენდი". "გოლდენ სტეიტთან" ფინალურ სერიაში ჯეიმსი საუკეთესო იყო ორივე გუნდის რიგებში ქულების (35.8), მოხსნებისა (13.3) და შედეგიანი გადაცემების (8.8) რაოდენობით.
სააგენტოს 59 რედაქტორის გამოკითხვის შედეგად, ლებრონმა 24 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი (16 ხმა), მესამეზე - იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი (9). მეოთხე ადგილზეა ბეისბოლისტი კრის ბრაიანტი და მეხუთეზე - "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელი სტივენ კარი.
სხვათა
ქალებს შორის AP-ის ვერსიით საუკეთესო სპორტსმენია - რიოს ოლიმპიადის ოთხგზის ჩემპიონი, ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"