დონჩიჩის 37 ქულა - სლოვენიამ საქართველოსთან შეხვედრამდე ვენესუელას სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
Sportall.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, სლოვენიამ ვენესუელა 100:85 დაამარცხა

ვენესუელამ თამაში კარგად დაიწყო, პირველი მეოთხედი 33:31 მოიგო, შემდეგ კი სლოვენია დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, რა თქმა უნდა, დონჩიჩი იყო, რომელმაც 37 ქულა ჩააგდო, მისი თანაგუნდელების ტობისა და პრეპელიჩის ანგარიშზე შესაბამისად 21 და 18 ქულაა. ვენესუელას ნაკრებიდან 16 ქულა სოხომ ჩააგდო.

28 აგვისტოს სლოვენია
საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ ვენესუელამ აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ აგიარა უნდა ვანანებინოთ.კაცები თუ ხართ უნდა შეძლოთ და დაახიოთ თავზე ბადე.აბა თქვენ იცით ბიჭებო ბოლომდე იბრძოლეთ. პასუხი უნდა გასცეთ მაგ არამზადებს, არავითარი სპორტული ფეირპლეი.ხელიც კი არ ჩამოართვათ.
რეზო 1986
27 აგვისტო 2023 01:07
0
დონჩიჩი სლოვენიის სავიზიტო ბარათია❤️
ანი
27 აგვისტო 2023 00:12
0
85 ქულა ჩაუგდეს სლოვენიას..თან ტაიმი ასეთი მაღალი ქულებით მოუგეს...ჩვენი თამაშის ხარისხით ვენესუელას როგორ უნდა მოვუგოთ...ამდენი დაკარგვა...უაზრო პასები..კომბინაციურ თამაშზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია...ვენესულეა მშVენიერი დალაგებული დაბალნსებული გუნდია...არ ვცი რისი იმედით გვგონია ფავორიტად თავი?
ბუჯანგა
26 აგვისტო 2023 21:41
7
დონჩიჩი შეტევაში მართლა წარმოუდგენლად სხვაგანაა... ტიპი ნბას დონეზე ისტორიაში საუკეთესო შეუძლია გახდესო ამბობენ ექსპერტები... ძაან დიდი კლასი აქვს
რა მაფიაა?
26 აგვისტო 2023 22:45
0
ფავორიტი უპირობო არავის გონია, თუმცა ოპტიმისტურად რატო არ უნდა ვიყოთ? 85 ქულა ჩაუგდო და ჩვენ რისი იმედი გვაქვსო და იქნებ სლოვენია არ არის ისეთი ძლიერი როგორიც წარმოგიდგენია? მარტო დონჩიჩი ყავთ და საკმარისია ალბათ ჩვენნაირი გუნდებისთვის, მარა არცერთი სხვა ვარსკვლავი არაა გუნდში, ჩვენი საუკეთესო თამაშით მინიმუნ დაძაბულ ბრძოლაში წავაგოთ მათთან და ვენესუელასთან დაბნეულობა თუ არ იჩენს თავს კარგი შანსები გვაქვს...
რა მაფიაა?
26 აგვისტო 2023 22:40
4
ესპანელი ბიჭები როდის თამაშობენ??
ლიზა
26 აგვისტო 2023 20:48
3
დონჩიჩი ცალი ხელით მოგვიგებს
საბა
26 აგვისტო 2023 18:22
23
ჩემს ფეხებს მოგვიგებს
rigiti
26 აგვისტო 2023 20:01
7
დონჩიჩს ანდრონიკაშვილს თუ დაუყენებ დარბის მაინც
წწწ
26 აგვისტო 2023 18:05
4

სიახლეები პოპულარული