მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე - იტალიამ ანგოლა, ავსტრალიამ კი ფინეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სათამაშო დღეს A ჯგუფში იტალია ანგოლას დაუპირისპირდა და მეტოქე 81:67 დაამარცხა.

იტალიელთაგან საუკეთესო სიმონე ფონტეკიო გახლდათ, "იუტა ჯაზის" კალათბურთელმა 19 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა.

ანგოლის ნაკრებიდან კი ჩილდე დუნდაომ 19 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.

იტალია მომდევნო მატჩს 27 აგვისტოს დომინიკის რესპუბლიკასთან გამართავს, ანგოლა კი ამავე დღეს ფილიპინებს დაუპირისპირდება.

E ჯგუფში ავსტრალიამ ფინეთი დიდი ანგარიშით, 98:72 დაამარცხა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო პატი მილსი გახდა, გამოცდილმა გამთამაშებელმა 25 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი
პასი მიითვალა.

ფინეთის ნაკრებიდან ლაური მარკანენმა თავი 19 ქულით, 8 მოხსნითა და 4 ასისტით გამოიჩინა.

ავსტრალია 27 აგვისტოს გერმანიას შეხვდება, ფინეთი კი იაპონიას დაუპირისპირდება.

დღის სხვა გასამართი შეხვედრები:

დომინიკის რესპუბლიკა - ფილიპინები (16:00 საათი)

გერმანია - იაპონია (16:10 საათი)

ეგვიპტე - ლიეტუვა (16:30 საათი)

კანადა - საფრანგეთი (17:30 საათი)
მკითხველის კომენტარები / 4 /
კანადამ საფრანგეთს ისე გადაუარა ჰოკეი გეგონებოდა:)
გიუშა
19:57 25-08-2023
1
ტელერეპორტაჟები თუ არის და რომელ არხზე?
დათო
17:14 25-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული