საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
საქართველოს ნაკრები, 5 ძალიან მაღალი დონის მოთამაშით, იმ სლოვენიასთან, რომელსაც აკლია დრაგიჩი და ჩანჩარი და რომელიც 1 კაცზე აწყობილი ნაკრებია, 20 ქულით არ უნდა ვაგებდეთ.

მე ადრე ვრცლად დავწერე და ახლაც განვმეორდები და ვიტყვი თუ რისი და ვისი ბრალია გუნდის ასეთი ჩავარდნა:

პასუხი მარტივია - კალათბურთის ფედერაცია, რომელიც ჩემი აზრით არის ყველაზე კორუმპირებული, ჩაკეტილი და ნეპოტიზმის ბუდე.

თუ ფედერაციას სურდა რაიმე წარმატება, ჩაგდებული ევროპის შემდეგ, მას სასწრაფოდ უნდა:

1. მოეხსნა ზუროსი, რომელიც არაკომპეტენტურია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ჯგუფები ცნობილი გახდა, ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაეწყო სამწვრთნელო შტაბს თითოეული გუნდის შესწავლა და მათი ლიდერების გასანეიტრალებლად მუშაობა. რაც იმუშავეს აგერ ვნახეთ. ბოისაზე ცალკე ვიტყვი, არ დამვიწყნია.
2. უნდა გვეთქვა მადლობა მაკფადენისთვის და გვეპოვა სხვა მაღალი დონის უკანახაზელი, რადგან თადი დაბერდა და ძალიან არასტაბილური გახდა.
3. ჩვენ არ გვყავს უკანახაზელი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ის რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერ შევძელით გაგვეზარდა 1 უკანახალიც კი, რომელიც ევროპული კალათბურთის მინიმალურ სტანდარტს დააკმაყოფილებდა, ზუსტადაც რომ ფედერაციის ბრალია, მასში არსებული კორუფციის და ნეპოტიზმის.

ახლა, ცარიელი სიტყვები რომ არ გამოვიდეს, მოგიყვანთ რამოდენიმე მაგალითს და თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, სიამოვნებით მივიღებ.

1. ფედერაციის პრეზიდენტი. ეს პოსტი უმნიშვნელოვანესია. ფედერაციის პრეზიდენტი დღე და ღამ უნდა მუშაობდეს და იხარჯებოდეს. ვიქტორ სანიკიძე (შესანიშნავი კალათბურთელი) ამავე დროს პარლამენტის წევრიცაა. პარლამეტნარობა კიდევ უფრო რთული და საპასუხიმგებლო მისიაა. ამიხსენით როგორ შეიძლება ადამიანმა შეითავსოს 2 ასეთი უაღრესად საპასუხისმგებლო პოსტი? პასუხი ნათელია - არანაირად. სანიკიძე, ჩემი აზრით, არც პარლამენტში აკეთებს რამეს და არც ფედერაციაში. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას კობიაშვილზე და ფეხბურთის ფედერაციაზე.
2. ბოისას თემა ნეპოტიზმის ყველაზე ნათელი მაგალითია. ჯერ როგორც მოთამაშე იყო ნაკრებში აბსოლუტურად დაუმსახურებლად და ახლა როგორც მწვრთნელი. ალბათ მან დაგეგმა დონჩიჩის გასანეიტრალებელი სქემები.
3. ნეპოტიზმის კიდევ 1 მაგალითი. ახლა მოგაწვდით საქართველოს სუპერლიგის საიტიდან აღებულ ინფოს, კერძოდ რამოდენიმე ქართველი უკანახაზელის საშუალო სტატისტიკას.

ლუკა ზაქრაძე 11 ადგილი. 18.35 ქულა, სარგებლიანობა 15
ლუკა მაზიაშვილი 14 ადგილი, 16.8 ქულა, სარგებლიანობა 16.1
ლუკა ბულაშვილი 18 ადგილი. 16.2 ქულა, სარგებლიანობა 15.5
ოთარ ბულიავა 26 ადგილი, 14.2 ქულა, სარგებლიანობა 17.8

აფერისტი ზუროსი, რომ გვატყუებდა ახალი სისხლიო, სად არის ეს ახალი სისხლი მაჩვენეთ. აი ესენი რომ არ თამაშობენ (ცინცაძე კიდევ სხვა თემაა, ჩემი აზრით ისიც არ უნდა წამოეყვანა და ამათთვის მიეცა შანსი) და მათ ნაცვლად სხვები არიან დღეს ნაკრებში დაუმსახურებლად, ნეპოტიზმის სრულყოფილი მაგალითია.

ძაან გთხოვთ გამომიქვეყნეთ.
დდ
28 აგვისტო 2023 19:13
12
ბევრ რამეში გეთანხმევით,მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა ეს კრიტიკა.კი მაკფადენი აუცილებლად გასაშვებია,ოღონდ ამ მსოფლიოს მერე.ამ ჩემპიონატზე კი აუცილებლად გაისვრის თადი სადღაც.არცერთ თამაშში არ იყო საჭირო მისი აფეთქებები,სლოვენიისთვის კი თავი რომ შეგვეკლა უდიდესი ალბათობით მაონც დავმარცხდებოდით.დიდი ბრძოლა კი მეორე ჯგუფური ეტაპისთვის გადავდოთ.რომ მორჩება ჩემპიონატი,მერეც დიდი დრო იქნება საკრიტიკოდ,ახლა კი ჯერ ადრეა,ამ ჩემპიონატით სრულდება გარკვეული ციკლი,რომლის მერეც აუცილებელად იქნება ცვლილებები,ეს ჩემპიონატი კი ვაცადოთ ამ ბიჭებს და წარმატება ვუსურვოთ.მათ დაიმსახურეს დაიმსახურეს მსოფლიო ჩემპიონატი.ეს საგზური მათ მოიპოვეა და არა მე და თქვენ...
Master
28 აგვისტო 2023 19:57
0
უმრავლესობაში გეთანხმები მარა იმაში ვერ დაგეთანხმები რომ ზუროსს და მის შტაბს კი არა საერთოდ ვიმეს შეუძლია ისეთი სქემები დაგეგმოს, რომ ლუკა გაანეიტრალოს.დ
ეეე
28 აგვისტო 2023 20:13
1
ყველა გამოხმაურება
ჯინჭარაძე გალიაში დამწყდეული მგელია...შე მაგაროოოო
მეიცა
28 აგვისტო 2023 17:54
2
ზუროსი საოცარი მწვრთნელია;) მომენტებში ტიპს ბნედვა ემართება ისე იბნევა;) შენგელიას გარეშე გუნდა თამაში დაიჭირა, წინაც გავიდა, სლოვენია დაბნეული ჩანდა და ამ დროს ზუროსი სრულად ცვლის თამაშის ტაქტიკას და ისევ შენგელიაზე აწყობს თამაშს:) სლოვენიის კი არა დონჩიჩის მომგები რო
ვერ ვიყავით ისედაც ვიცოდით, მაგრამ ასეთ თამაშში კალათბურთი თავისუფლდ რომ ითამაშო ხომ შეიძლება?! დაცვა არ გამოგდის ადექი და შეტევას მაინც მიაწექი, მარა ვერა რა:)
პაატა
28 აგვისტო 2023 17:56
2
მსაჯები ბაზარი არაა საზიზღრად მსაჯობენ მაგრამ ამ შენგელიათი რა ტვინი გაგვიბურღეს რა არის,დასვით რა სკამზე არ ცხვენია რას თამაშობს
სტუმარი
28 აგვისტო 2023 16:44
5
ამ სლოვენიას წაგების მეტს არაფერს უსურვებ შემდეგ ეტაპზე. საზიზხარი პროვოკატორი და მტირალა გუნდია. გრეკები -2 კალარბურთში
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
28 აგვისტო 2023 16:29
7
შერმადინი მშობელივით არი, ბავშვებს რო დაყვებიან.. ისეთი ვიდი აქ
მეიცა
28 აგვისტო 2023 17:45
3
ჯინჭარაძეს დასცინოდით და ტიპმა 12 ქულა ჩააგდო, ბითაძემ დაიჭიროს ეხლა თავის დინამიკი და ატაროს ისევ//
აქაური
28 აგვისტო 2023 17:35
2
ანდრონიკაშვილმა რამდენჯერმე მნიშვნელოვან დროს დაკარგა ბურთი და მაგდროს გაგვექცნენ. სროლებიც არ უვარგა, თუ არ მისდის - მერე რა რომ ნიჭიერია, და თუ ნიჭიერია სად ჩანს მისი ნიჭიერება - ამიტომ ნაკრებისთვის და ფლეიოფებისთვის ჯერ მზად არ არია. სანაძეც არ არის ნაკრებისთვის და ალბათ ერთ-ერთი უარესი კალათბურთელია, საკმაოდ ნელი და არაზუსტი. ზუროსიც საშუალო დონის მწვრთნელია, დარწმუნებული ვარ ამ მსოფლიოს შემდეგ დავემშვიდობებით.
ლაშა
29 აგვისტო 2023 02:55
3
ანდრონიკაშვილი და სანაძის ბიჭი მაოშორეთ ნაკრებს
ჯორჯო ბიძია
28 აგვისტო 2023 17:34
3
საოცარია პიდაპირ__მოსახლეობის რაოდენობა თითქმის განახევრებულია,ახალგაზრდების უმრავლესობა გაქცეულია.ერი დღითიდღე ბერდება და უძლურდება.გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარბებს დაბადებულებს.სოცუსამართლობის დონემ გადააჭარბა ყოველგვარ ნიშნულს.ოდნავ გამართულადაც კი არ მუშაობს არც ართი დარგი.მიდის მოსახლეობის უღმერთო ძარცვა დაკანონებულად თუ უკანონოდ და ამ დროს ჩვენ ვითხოვთ რომ ჩვენმა სპორტსმენებმა აჯობონ კეთილდღეობის მწვერვალზე მყოფი ქვეყნების წარმომადგენლებს.მართლაცდა საოცარია დასავლეთის მიერ 30 წლიანი ჯირყვნის შემდეგ,მათ მიერვე მომაკვდავ ერთა სიაში შეტანილები როგორ ვცდილობთ ტოლი არაფერში დავუდოთ ამა ძლიერთა.აფერუმ ქართველებო!აფერუმ ბიჭებო თქვენს ბიჭობას თქვენს ქართველობას.არ არის ძნელი წარმოსადგენი ჩვენ,რომ ჩამოყალიბებული სახელმწიფო გვქონდეს,თავისი გამართული , ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული სტრუქტურებით , გადაჭრილი ეკონომიკურ-სოციალურ თუ სხვა მრავალი პრობლემით,მაშინ რას ვიზამდით,რა ცეცხლს დავანთებდით მსოფლიოს სხვადასხვა სტადიონებზე.ბრძოლა გვმართებს სწორედ ამ მიმართულებით.დღეს კი ნამდვილად თავის დახრა და მუხლის მოდრეკა გვმართებს ჩვენი სპორტსმენების წინაშე.ისინი თავიანთი გმირული საქციელით და თავდადებით ხანდახან მაინც ახერხებენ ჩვენი ტანჯული და ჩაგრული ხალხის გახარებას.დიდება საქართველოს!დიდება ჩვენს გმირ სპორტსმენებს!
არგუტი
28 აგვისტო 2023 22:15
10
ერთი კაცურად, თუ რამე შეგრჩა აზროვნების უნარი. დასავლეთი რა შუაშია?
დასავლეთმა წაგართვა ტერიოტირები? დასავლეთმა გიქცია 400 ათასი ქართველი დევნილად?
თავზე რომ პრორუსილი ხელისუფლება გიზის ამასაც დასავლეთ აბრალებ?
პენსიებს და ხელფასებს რომ დასაველთიდან წამოსული ტრანშებითა და დამხრებებით არიგებ ეს გავიწყდება?
რო არა დასაველთი მთიანად რო შეგიერთებდა რუსეტი მაგას ვერ ხვდები?
las
29 აგვისტო 2023 08:31
2

სიახლეები პოპულარული