საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
კლასში აშკარად ჩამოვრჩებოდით მეტოქის ფარზე სამჯერ მოხსნილ ბურთს რომ ვერ ჩააგდებ რაზეა საუბარი, ორიდან ორი საჯარიმო მგონი არც ერთ კალათბურთელს არ ჩაუგდია რას ვიზამთ რაც ვართ ეს ვართ წარმატებას გისურვებთ ვენესუელასთან და პლეიოფში მეტ სიზუსტეს და გამბედაობას თავგანწირვა არ გაკლიათ ისედაც...აბა თქვენ იცით...
912
29 აგვისტო 2023 00:15
0
ზუროსი გასაშვებია.სანაძეც...უჯიგროდ თამაშობდნენ...მამუკელაშვილი კარგი ხარ...დონჩიჩი და მისი კამანდა დამაბეგვია მეტი არ მინდა რამე.ეს პროვოკატორები და იაზვები მაგათი დედა...
პეტროსი
28 აგვისტო 2023 22:54
7
მართლა რამ გაამწარათ ესე გამომწვევად რო იქცეოდნენ, მაგათი დედაც
Rezo
28 აგვისტო 2023 23:07
1
მადლობა კაპოვერდელ ძმებს და მათ კომპარტიას...
დდდ
28 აგვისტო 2023 19:13
1
ზუროსის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება,მაგრამ რამოდენიმე თამაშია მისი ვერ გავიგე...დუდას აშკარად არ მიდის სროლა,ამასობაში ჯინჭარაძე გამოვიდა და აშკარად ჩანდა,რომ დღეს მას სროლა დუდაზე უკეთ მიდიოდა,მაგრამ მაინც ჯუნჭარაძე დასვა და ჯიუტად გამოყავდა დუდა,რამაც არ გაამართლა,მერე ჯინჭარაძემ ისევ გაიბრწყინა, ჩები აზრით ღირსია ჯინჭარაძე მეტ დროს თამაშობდეს
ლევან
28 აგვისტო 2023 19:00
1
ზუროსი უნდა ეავიდეს მიყვეს შენგელია და ვინმე თუ ამიხსნის შერმანდინი მვპ როგორ ხვდება?
jordans
28 აგვისტო 2023 17:31
13
მოთამაშეების ამ უდისციპლინობასა და უპასუხიმსგებლობას არა და არ ეღება ბოლო.ზუროსი კიდევ ხომ ამ ყველაფრის მოტივატორი და ეტალონია.
KOSTAKURTA
28 აგვისტო 2023 16:33
2
გასაგებია პერიმეტრის ან ვერ ვისვრით და პერიმეტრის ვერ ვიცავთ, შევეგუეთ(ხო მაგარი შესაგუებელია მაგრამ ეგრეა რა), მაგრამ ფარზე თამაში და 3 წამიანში რა უბედურება ხდებააა!!!
ეს თამაში მორჩა, არ ვართ მზად ესეთ გუნდებთან თამაშისთვის. მგონია რომ ზუროსს ჩვენთან დაასრულა ყველაფერი უკვე შარშან
ზურა
28 აგვისტო 2023 17:20
3
ბურთებს ვერ ვხსნით ჩვენ კალათზე და რა უნდა ვთქვათ.
ეეე
28 აგვისტო 2023 16:37
1
მაცადეთ გაგიასნოთ-ს

კი გვსმენია მაგ ჩამოთვლილი ქვეყნების და ავა ერთი მითხარი ამ მსოფლიოზე რატომ ვერ არიან ეგ ხორვატია ან ისლანდია? იქნებ ერთ კვირაში მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში რომ დაიწყება იქ იქნებიან? ჰაა გამეცი პასუხი. მერე რაგბში დაეტოლებით პატარა ფიჯის და ის კი გავიწყდებათ ან არც იცით ფიჯი, სამოა და ტონგა 90-იანებიდან გამოდიოდნენ მსოფკიო რაგბის ფორუმზე. მაშინ იმ 96-97 წლებში საქართველომ ნიდერლანდებთან 0-55 წააგო და ახლა დათვალეთ რამხელა პროგრესი გვაქვს რაგბში. კალათბურთშიც იგივეა დაახლოვებით პროგრესი. ვისაც არ გახსოვთ სად ვიყავით 90-იანებში და სად ვართ ეხლა, ძნელია რამე დაინახოთ. ევროპწზე გასვლა ახლა ჩვეუკებრივი რამეა, არა და ერთი გუნდიც არ გვყავს რომელიც საერთაშორისო სარბიელზე გამოდის.
G.LA
29 აგვისტო 2023 00:59
10
ევროპაზე და მსოფლიოზე გასვლა ჩვეულებრივი იმიტომ გახდა, რომ გუნდების რაოდენობა გაიზარდა,პლიუს რუსეთია დისკვალიფიცირებული, და არა იმიტომ რომ კალათბურთი ვითარდება საქართველოში, ან ასაკობრივ არ ადევნებ თვალს? რაგბისთან ამის შედარება სრული დილეტანტიზმია!
ირაკლი
29 აგვისტო 2023 03:02
5
ზუროსი აგებს ტაქტიკურ ასპექტში ძალიან,კომბინაცია ვერ დაალაგეს მთელი ორი მეოთხედი.არადა პოტენციალი არის მხოლოდ ერთი დონჩიჩი გვიგებს.პლიუს ზუროსი ყველა გადამწყვეტ თაშში იღებს ტექნიკურ ჯარიმას ,რაც ასეთ დონეზე არ შეიძლება ფაქტიურად სლოვენოას დაეარა ფსოქოლოგიურად.
ანდრონიკაშვილი და მაკფადენი სკამზე.დემი დაკარჰვა საკუთარ ფარზე ძალიან დაბალი დონეა.ადეთი თამაშით წარმოუდგენელია მოჰება თუ რადიკალურად არ შეცვალა საქართველომ თამაშისადმი მიდგომა
ბესო
28 აგვისტო 2023 16:47
1

სიახლეები პოპულარული