საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
თავიდანვე დამარცხებულის მენტალიტეტით გამოვიდნენ მოედანზე,არადა,არანაირად ჩვენი კალათბურთელები სლოვენიელებზე ნაკლე
ბი არ არიან.შეშინებულები და თვითკმაყოფილები თამაშობენ,აქაოდა მსოფლიოს ჩეპიონატზე მოვხ დითო,ნერვები მეშლება როცა ჩვენი კალათბურთელები მეტოქეს ეფერებიან,წაიქცევა სლოვენიელი და ეგრევე წამოდგომაში ეხმარებიან,რატომ არის რომ ნბა-ში ასეთ რამეს ვერ ნახავ,მხოლოდ საკუთარი თანაგუნდელი თუ წამოგაყენებს.იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიურად არაა გამართლებული,არანაირი სენტიმენტები,ლომი უნდა იყო,ლომი.ძალიან ძლიეეი კალათბურთელები არიან,ერთადერთი მენტალობაში,შემართებაში,ფსიქოლოგიაში მოიკოჭლებენ,საკუთარი თავის რწმენა აკლიათ.
დავითი
28 აგვისტო 2023 23:08
2
თქვე დალოცვილებო უკანა ხალები არ გვყავს კარგი და დონჩიჩმა მოგვიგოო რომ წერთ, ერთი მითხარით სამწამიანში ხომ დავგლიჯეთ ყველაფერი! დონჩიჩი არ არის სამწამიანში და ჩვენ თურმე მაგარი მაღლები გვყავს, და რა მერე?! არც არაფერი... ბუს კვერცხები... (ცინცაძის არა). ევროპაზეც სამარცხვინოდ ჩავისვარეთ სამწამიანში და დღესაც იგივე განმეორდა!
რა ხდება? რატომ? რა არის ამის მიზეზი?
ქორ-პარიკმახერი
28 აგვისტო 2023 21:38
5
კაბო-ვერდემ თუ მოუგო სლოვენიას და ჩვენ — ვენესუელას, სამ გუნდს (სლოვენიას, საქართველოს და კაბო-ვერდეს ექნებათ ოთხ ოთხი ქულა, და მერე დათვლიან ბურთების სხვაობას. ასე რომ, ანდრონიკაშვილს კი არ უნდა დაემთავრებინა თამაში 15 წამით ადრე, არა ეს უნდა შეეცადა შეემცირებინა ბურთების სხვაობა.
კოტე
28 აგვისტო 2023 20:44
7
კი მართალია. მე ეგეც არ დამითვლია რაც თქვენ დათვალეთ. უბრალოდ როცა დიდი სხვაობით აგებ და 15 წამით ადრე ამთავრებ არაწორია.
G.LA
28 აგვისტო 2023 21:25
2
სისულელეა მაგაზე ფიქრი რა უნდა მოიგოს ახლა კპევერდემ ისეთი, რომ ბურთებით სლოვნიას და საქართველოს აჯობოს.
ტტტ
28 აგვისტო 2023 21:28
5
ძალიან მომეწონა სანდრო, უშიშარია და თანაც გულიანად თამაშობს, თან სულ უმატებს, მგონია ვენესუელასთან გაილაღებს. გოგა დასეირნოდა, არ ეკადრება ნბა-ს მოთამაშეს ასეთი თამაში. ყოველ ჩაგდებულ ბურთზე დონჩიჩის სახე გახსოვთ? ტიპი გიჟს გავდა, როგორი ემოციური იყო. ჯინჭარაძეც ყოჩაღ, ზუროსი უსუსტესია, ეს კაი ზანია ვოცით. საერთოდ დაესვენებინა ბიჭები როცა ხედავდა რომ აგებდნენ და ბოლო პერიოდში მეორე შემადგენლობა მაინც გამოეყვანა. სწრაფი ბიჭები გვჭირდება. სანაძე. შერმო, თადი, ბუ - უკვე ვეღარ ქაჩავენ. თოკოსაც მოკლებული აქვს სისწრაფეში. წარმატებები ბიჭებს.
აბო
28 აგვისტო 2023 19:43
1
ვთქვათ დაგეთანხმეთ,მათ ნაცვლად, ვის გვთავაზობ?გაბედულად ჩამოგვითვალე!
სოსო
28 აგვისტო 2023 22:10
0
ვინც კალათბურთი კარგად იცით ამიხსენით, ნუთუ შეტევაში კომბინაციების დაგეგმვა ვარჯიშებზე არ ხდება? ან დაცვაში რა და როგორ უნდა გაკეთდეს, მხოლოდ ზეპირად უხსნიან?
მწარე
28 აგვისტო 2023 17:44
2
მე საშუალო დონის კალათბურთელადაც არ მიმაჩნია შენგელია, ერთადერთი რაც იცის ფარზე ჩამოკიდებაა
გია
28 აგვისტო 2023 20:36
17
კალათბურთელიი, რომლის თითქმის ყველა შეტევა შედეგიანად მთავრდება, იმას თუ საშუალო დონისასაც არ ეძახი, აშკარად მაგრად ერკვევი სპორტის ამ სახეობაში
: )))))))
28 აგვისტო 2023 21:20
16
ვაჟკაც, როცა მაგრად თამაშობდა და მსოფლიოზე გაიყვანა ნაკრები, მაშინაც ასე ფიქრობდი? ცოტა იქნებ დაფიქრდეთ , სანამ ლანძღვას დაუწყებთ ადამიანს?
:D
29 აგვისტო 2023 17:58
0
რა ყველაფერზე უკმაყოფილოები ვართ ჯერ ერთი ამ ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიაში პირველდ რამხელა წარმატებააა მეორე მშვენიერი გუნდი გვყავს. წაგება მოქმედ ევროპ. ჩემპიონებთან კატარსროპა არაა და მითუმეტეს ლუკა დონჩიჩის წინაგმდეგ რომელიც პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა და ლებრონის დონის კალათბურთელია. ჯერ ყველაფერი წინაა ვენესუელას მოუგებთ და გავდივართ ვანხოთ.. თუმცა ისტორია უკვე დაიწერა... მე არვიცი ვის რატო არ მოწონს ეს ნაკრერები მარა ეს ნაკერები ყველაზე ძლიერია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და შემთხვევით არ არიან ისინი იქ. მარტო ნბას ორი მოქმედი მოთამაშე მამუ და ბითაძე, შერმადინი ევროპის საუკეტესო მვპ , შენგელია და მაკფადენი ამათზე უეთესი ნაკრები არასდროს ყოლია საქართველოს,, და ამათზე უკეთესი შედეგიც არავის დაუდია ეს რეალობაა, ამათმა გაიყვანეს მსოფლიოზე გუნდიდა ქვეყანა,, და ნუ წუწუნებთ აქ კომენატრებში რაა... და თუ თქვენ აქ რამეს ელოდით უკეთეს შედეგს თქვენ არ გცონდიათ ვინაა ლუკა დონჩიჩი
ცისფერი მთები
28 აგვისტო 2023 19:09
10
ეს ჩემპიონატი ჩავამთავროთ და ზუროსი გასაშვებია, გასაშვები. ახალი მწვრთნელი, ახალი იდეებით და ხედვით ჰაერივით გვჭირდება. ასე შორს ვერ გავფრინდებით.
გიორგი
28 აგვისტო 2023 18:32
0
ერთი კაცი, რომ ჩაგიყრის 50% კალათში, ან ურქინეთ, ან უკბინეთ, ან რაღაცა უქენით! ჩვენებიდან განა ვერავინ ვერ გაიმეტა ეს ლუკა!
მწვრთნელი
28 აგვისტო 2023 17:55
6
მაგ ერთი ყრის ყველგან ნბ და ნაკრებში აღარ უნდა ითამაშონ მაგარი ლოგიკა გაქვთ რა ანალიზის გეყურებინა ნბ თანაშებდი ნახავ რანდენს ყრის იქ
Soso
28 აგვისტო 2023 19:23
1
ისე პ.ს. ინგლისურად ან სერბულ-ხორვატულად ჭინჭყლი როგორ ითარგმნება სლოვენიის ნაკრების სოც ქსელი მინდა ავიკლო:)))))) ხუმრობით, მაგრამ საზიზღარი გუნდია - მართლა:)) ყველა მატჩში წაგების მეტი არ მემეტება:))) ნეტა ეს ჩვენი ბოლო თამაში ყოფილიყო რომ ჩვენებს დაეთეთქვათ. კი იმსახურებდნენ ერთი ორ ალიყურს
იბერია
28 აგვისტო 2023 17:52
1
გეთანხმებით,ზოგადად ყოფილი იუგოსლავიის გუნდები ყველა სპორტში ეგეთი საზიზღები არიან(ხორვატიის გარდა). წუწუნი,ავატურისტობა და პროვოკაციების მოწყობა იტალიელებზე ნაკლებად კი არა,მეტადაც ეხერხებათ მგონი.მჯერა ავსტრალიაც და გერმანიაც სათანადოდ მიხედავენ ლუკასაც და მის აშარ ძმაბიჭებსაც,იმათთან არ მგონია,რომ დღევანდელივით კატის ბეწვივით გაუვიდეს ბენეფისების მოწყობა)))
დავი
28 აგვისტო 2023 18:21
5

სიახლეები პოპულარული