საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
სულ სუდიას ბრალია რომ წავაგეთ ))).

არა უშავრს, არაფერია სანერვიულო ,

ვენესუელას მოვუგებთ და გავალთ
ბესო
28 აგვისტო 2023 19:25
11
სანაძე მოაშორეთ!!!!
rembo
28 აგვისტო 2023 17:10
3
რა ცოტა 40 ქულა დაგვაკლდა სლოვენიის გასანადგურებლად..ვენესუელას ვინც ყველაზე მაგარი ბაბუა ჰყავდა ის წაექცა...აბა თქვენ იცით 14 ქულაზე მეტი არ წააგოთ.დამერე იყვირეთ..მევიგეეეთ ფეოლა მევიგეეეთ...თუ გგონიათ რომ კალათბურთს თამაშობთ...
ბუჯანგა
28 აგვისტო 2023 18:17
9
ფეხბურთში ცალკარა კალათბურთში ცალფარა, ამპარტავნები და უჯიგრონი, მარიამობა დღეს მაინც დაგედოთ ჯიგარი თქვე უჯიგროებო.
ვაჟა
28 აგვისტო 2023 18:13
24
მარიამობა რა შუაშია სპორტთან ))

მოვითხოვ პირველი ლოგიკა და პოზიტიური აზროვნება ისწავლებოდეს ქართულ სკოლებში ))
მარიამობა რა შუაშია ))
28 აგვისტო 2023 18:25
9
შერმადინს რა სჭირს ხო არ იცით ვინმემ???
აქაური
28 აგვისტო 2023 17:40
2
რატი. სანაძე . მაკფადენი. შერმადინი = 0
tomure
28 აგვისტო 2023 17:31
7
მკვდარზე ვენოკი
rembo
28 აგვისტო 2023 17:21
5
მაკფადენი სკამზე უნდა იჯდეს. ძალიან ცუდ ფორმაშია.
ქ. გ.
28 აგვისტო 2023 16:27
5
შენგელია&შერმა...არ გრცხვენიათ ბიჭო? ბავშვები გიყურებენ...ჟილკა დაგავიწყდათ რა არის?!
გივი
28 აგვისტო 2023 21:13
4
შენგელია რომ არა მსოფლიოზეც ვერ გავიდოდით ჯიგარო. ამდენი წელი რომ ათრევს ნაკრებს შენგელია იმას რატომ ვერ ამჩნევ. აქამდე თოკო მაგარი კალათბურთელი და ჟილკიანი იყო და ახლა გახდა უვარგისი და უჟილკო? სამწუხაროა, რომ ჩვენ, ქართველებმა, ერთ წუთში ვიცი ყველაფერი კარგის გადახაზვა.
კაკა
29 აგვისტო 2023 00:58
1
იცი სადამდე არ გვეშველება არაფერიი ? სანამ თავისუფალი აზრის მოსმენას არ ვისწსვლით . ამ საიტზე ზის ადმინი , რომელიც იმის მიხედვით აქვეყნებს კომენტარებს , ვისი მხარდამჭერიც თვითონ არის ! რა დავწერე არასწორი ? დინამოს მიწასთან გასწორება რომ ღალატია ეგ არის არასწორი , თქვე მართლა არასწორებოო ? მაგიტომაც ვერ ავაშენეთ ეს ქვეყანა , იმიტომ რომ ჭეშმარიტება არის ერთი და ეგ მოცემულობა არ იცვლება იმისტობით და ამისტობით .
ATP 16
28 აგვისტო 2023 22:30
1
ყველა გამოხმაურება
უსარგებლო სტატისტიკა - ერთმა კაცმა მოგვიგო თამაშის თეორიის მიმდევართათვის. - ლუკას საშუალო ქულათა სტატისტიკა ნბა - ში თითქმის 28 ქულა. ე.ი. გადასაყრელი ყოფილა მთელი ნბა თავისი ლებრონით, დურანტით, ჰარდენით, კერით, ტომპსონით, ტეიტუმით, იანისით, დევისით, ბუკერით. მორანტით - არ ვიცი ეს სახელები თუ გეუბნებათ რამეს მაგრამ ესააა კალათბურთი. ხვალ ლუკას გაუკეთებს ვინმე 40 ქულას და ის გუნდი მოიგებს ესეა. არის ასევე ესეთი ცნება როგორიცაა big 3- გადახედეთ ჩვენ გუნდს და მერე სლოვენიას ...... არა პრინციპში ეს უკვე ძაან სიღრმეებში შესვლაა და აქ არ ღირს. :))) მიდით ძმებო მიაწექით დიახ, მადლობელი ვარ უკვე და ბედნიერი იმით რომ უკვე მანდ ხართ და ისტორიას ქმნით.
იბერია
28 აგვისტო 2023 19:02
5

სიახლეები პოპულარული