საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
კაბო ვერდესთან გამოჩნნდა რა გუნდიც გვყავდა, აქ რამდენიმემ დაწერა ამაზე და სულ დისლაიკები უწერეს, ძალიან სუსტი ნაკრები გვყავს, არასტაბილური კალათბურთელებით და მწვრთნელით, რომელმაც თავი დიდი ხნის წინ ამოწურა! და კიდევ ვენესუელასთან მოგების არ მჯერა და არც მინდა, არ მინდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების ასტრონომიული მარცხების ყურება!
ირაკლი
28 აგვისტო 2023 18:32
9
ერთმა კაცმა მოგვიგო რა,რა უნდა ითქვას...მადლობლები ვართ რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვმონაწილეობთ:)
Thanx
28 აგვისტო 2023 18:19
3
თუ მოვიგეთ გასაგები გავდივართ, თუ წავაგეთ და წააგო კაპე-ვერდემაც, მაშინ ჩვენ სამს საქარტველოს, ვენესუელას და კაპეს გვექნება თითო მოგება და ქულები დაითვლება ჩვენ სამში ჩვენ ახლა გვაქვს +25, ვენესუელას -6 და კაპეს -19, არ უნდა წავაგოთ 16 ქულით(ან მეტით) რასგან ასეთ დროს ჩვენ გვექნება +9 და ვენესუელას +10 და გვაჯობებენ, მოკლედ რა სასწაული თუ არ მოხდა გასულები ვართ.
giogis
29 აგვისტო 2023 00:22
2
მორიგი უნიათო თამაში და მოსალოდნელი შედეგი
ნიკა
28 აგვისტო 2023 20:07
6
დონჩიჩისნაირი სპორტსმენი გვინდა ყველა სპორტის სახეობაში!!!!!
ნინი
28 აგვისტო 2023 19:16
4
ძაან ბინძური ნაკრებია სლოვენია, უღირსი...თამაშის დაწყებისთანავე მსაჯებზე მიზანმიმართული იერიში დაიწყეს, ყოველ გადაწყვეტილებას მიზანმიმართულად აპროტესტებდნენ, მით ზემოქმედება თავიდანვე მოახდინეს - მათ სასარგებლოდ უპირატესობა მიიღეს, მით პარალელურად ქართველებზე ემოციური ზემოქმედების მოახდინას ცდილობდნენ და მიაღწიეს კიდეც, კარგად იციან- საქართველო მებრძოლი გუნდია, მაგრამ ზედმეტად ემოციური და ....მოკლედ მენტალური ზემოქმედება მოახდინეს წინასწარ განსაზღვრული სტრ-გია, თუ ,,გეგმით,, და ...იმ ტექნიკური ჯარიმით ფაქტიურად მიაღწიეს (მაკდაფებზე ჯარიმა ისე გამოხატეს, აშკარა იყო წინასწარი ...).
მას შემდეგ ჩვენმა ბიჭებმა კონცენტრაცია დაკარგეს და - ვეღარც აღადგინეს, არადა სლოვენიაზწც ზემოქმედება მოგება თავისუფლად შეგვიძლია, როცა სერბეთის დამარცხებული გვყავს და საბერძნეთის.
რაც შეეხება დინჩინჩ- მარტო მას ასროლინებენ,თან მსაჯების მხარდაჭერას რომ მუდმივ ცდილობს (?!)

საჭირია მომავალში ასეთებიც გავითვალუსწინოთ- მომზადებულ ვიყოთ და ვენესუელას მ ო ვ უ გ ე ბ თ.2 თამაში წაგებული აქვთ და დაგეშილი გამოვლენ- 20 ქულით უნდა მოვუგით- ო, საჭიროა თავიდანვე აგრესიული თამაში- ძლიერი დაცვა- ფარზე დომინირებით ადგილი მივუჩუნოთ.

ჩვენი პრობლემაა მენტალური და ემოციური არასტაბილურობა და ნებისმიერ ნაკრებს დავამარცხებთ და მსოდლიოს 8 საუკეთესოში შევალთ.
რაც შეეხება ზუროს - მწვრთნელმა საქართველის ნაკრები მსოფლიოზე გაიყვანა, იმ სახელმწიფოს,სადაც შიდა ეროვნული ჩემპიონატის დონე აზიურსაც არ უტოლდება ( ვერც ერთი კლუბი ერთ გამარჯვებასაც ცერ ახერხებს) და ამ დროს... დადებით შეფასების და პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ემოციები უნდა გააკონტროლოს.
გლახუნა
29 აგვისტო 2023 10:19
3
თამაში რეალურად რო გავარჩიოთ მსაჯებმა უდიდესი როლი ითამაშეს ამ შედეგის დასმაში.სლოვენია ასეც და ისეც საქართველოზე ძლიერი გუნდია და ამ დროს კიდევ მსაჯები ფაქტორად ნუ უდიდესი წნეხის ქვეშ ექცევი.ისე კი უსუსტესი თამაში ჩაატარეს თოკომ,შერმომ,სანაძემ,ანდრონიკაშვილმა და მაკფადენმა.დაივიწყეთ ეს წაგება და ვენესუელაზ3 იფიქრეთ.სრულიად რეალურია შემდეგი ეტაპი და ეს შანსი გამოსაყენებელია.
Giorgi
28 აგვისტო 2023 18:34
1
რიგით-ს,ხო გეუბნებოდი დონჩიჩი ცალი ხელით მოგვიგებსთქო!!!!ჩემფეხებს მოგვიგებსო!!
საბა
28 აგვისტო 2023 18:09
2
ისლანდიასთან რამდენი ქულით გვაწყობდა წაგება?? და ეხლა???)))))))))
მადრიდისტი
28 აგვისტო 2023 17:43
3
მოთამაშეების ამ უდისციპლინობასა და უპასუხიმსგებლობას არა და არ ეღება ბოლო.ზუროსი კიდევ ხომ ამ ყველაფრის მოტივატორი და ეტალონია.მისი ზღვარგადასული ემოციურობა გუნდს უკვე მერამდენედ! ქულების დაკარგვით,ნერვიულობითა და სათამაშო რიტმის მოშლით უჯდება!
KOSTAKURTA
28 აგვისტო 2023 17:41
3

სიახლეები პოპულარული