საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
გილოცავთ გასვლას!!! ისევ ძმა ტავარეში ჩვენი სიამაყე დაგვეხმარა..
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
28 აგვისტო 2023 17:39
0
არ მჯერა-მეთქი შენგელიას კაპიტნობის და ვერ იკაიფა სასტავმა :)) კაი სერიოზულობა გაკლია, თამაშში 1 მოძრაობის მეტი იცი, ეს ამხელა თმა რაღა ჯანდაბაა შეკაიკაცო :)
odala
29 აგვისტო 2023 00:11
10
სპორტალ , დინამოს შესახებ და მისი გაბანძების შესახებ წერა აკრძალული გაქვთ და კომენტარების გამოქვეყნებაც აგიკრაძალეს ??
ATP 16
28 აგვისტო 2023 23:15
1
გუნდმა, რომელსაც სულ 2 მოთამაშე ჰყავდა 2 მეტრზე მაღალი მოხსენებაში 40:32 გვაჯობა. ჯგუფიდან გავალთ, მაგრამ შემდეგ ავსტრალია-გერმანიასთან უშანსოდ წავაგებთ(ეს გუნდები სლოვენიაზეც ძლიერები არიან).
დიმა
28 აგვისტო 2023 22:22
0
თამაში ჰიმნიდან იწყება,ესე უჯიგროდ ჰიმნს 90-იანი წლების საფეხბურთო ნაკრებიც კი არ მღეროდა,როგორც კალათბურთელებმა იმღერეს დღეს. მაგალითი აიღეთ ფეხბურთელებისგან და რაგბისტებისგან საერთოდ,ბიჭებს ცრემლების სდით ისეთი გრძნობით და სიყვარულით მღერიან
საქართველო
28 აგვისტო 2023 22:04
5
Shengelia che klasi zurosma.amocura tavi dzmakacobit shercheuli nakrebinshedegic saxezea xo boisa latareashi moiget
Lasha
28 აგვისტო 2023 19:49
3
ჯინჭარაძემ ენდვანი გააკეთა და ვიღაც ტიპს ორი კბილიც გააცალა..
ღადაობთ?
28 აგვისტო 2023 17:50
0
ფარი უნდა მოვხსნათ აუცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ძლიერ გუნდთან წარმატება გამორიცხულია. დაიწყო მეორე ტაიმი, აბა წარმატებები ბიჭები
ბექა90
28 აგვისტო 2023 16:40
0
რა გააკეთა ანდრონიკაშვილმა ბოლო წამებზე ვერ ვხვდები,ეგენი აზროვნებასთან მწყრალად არიან,21 ქულას აგებ იქნებ ჩააგდო ბოლო ქულები და შეამცირო ჩამორჩენა,დრო გაიყვანა ტიპმა,სლოვენიელები ბოლო წამამდე გვიგდებდნენ და ჩვენ დროის გაყვანა დავიწყეთ,აი,ეგ 2 თუ 3 ქულა რო აღმოჩნდეს გადამწყვეტი, ანდრონიკაშვილი საერთოს უნდა შეეშვას ამ საქმეს.ისედაც ვერ გავიგე რა გამთამაშებელია,მიზანში სროლა არ უვარგა.მაგას ვარჯიში უნდა თავგადაკლული,სტეფ კარი დღეში რამდენს ისვრის ფარში ვინ იცის,თავისით კი არ მოდის ეგ,მიზანი უნდა გაასწორო.თამაშში რომ 2 ქულას მოაგროვებს გამთამაშებელი,ამით ყველაფერია ნათქვამი.
დავითი
29 აგვისტო 2023 08:59
1
აი ნახავთ ვენსუელასაც მოვუგებთ, ავტრალა/გერმანიასაც მოვუგებთ, იმის იქითაც ვინც შეგვხვდება იმატაც მოვუგებთ. ზუროს ტექნიკუ ფოლს არარ მიირებს, სანაძე/ცინცაძე.მაკფადესნი სამულიანებს ჩააგდებენ, შერმადინი/ბითაძე ცეტრში ბურთს მოიგებენ და კალატს გაარტყამენ, სანდონიკაშვილი ზუსტ პასს გააკეთებს, შენგელია ფარქვეშ შევა, მსაჯები ობიეტურად განსჯიან....

ვისაც გვჯერა გაგვატარეთ :)
ოპტიმისტი
29 აგვისტო 2023 00:08
5

სიახლეები პოპულარული