საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
დასაწყისში ათი ქულით ვაგებდით, პირველი მეოთხედი ერთი ქულით მოვიგეთ, შემდეგ რა მოხდა, რისი ბრალი იყო ამას გაარჩევენ და იმედი ვოქონიოთ, რომ, ყოველ შემთხვევაში ვენესუელას მოვუგებთ!
დანარჩენზე მერე…
თემური
28 აგვისტო 2023 23:05
0
პრობლემაა რა არი ჯიგრებო იცით? არც ის დღეს რო წავაგეთ და არც ის ლუკამ რო დაგვამხო კალათი თავზე. ისიც არ მეშლება რანაირად გავიხარო ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით. პრობლემა ისაა რო ჯიგარი ვერ დავინახე, ჯიგარი არა აქვს ამ ნაკრებს.

ზოგიერთს უხარია 3.7 მ ვართ და მაინც რა მაგრებიო. ან ხორვატიის არ გსმენიათ, ან ისლანდიის ან კიდე რომელი ერთი გითხრა. არ იქნება ჩვენი საშველი
მაცადეთ, გაგიიასნებთ.
28 აგვისტო 2023 22:46
5
ჩვენს ბიჭებს,ყველაზე ნაკლებად,სწორედ უჯიგრობა შეიძლება დააბრალო!.ერთერთ,ყველაზე მებრძოლ გუნდად გვიცნობენ და მოედანზე თავს რომ სდებ,ჯიგარი სხვა რაღაა?!თამაში რომ არ გვაქვს,ეგაა სატირალი და არც რესურსი გვაქვს,რომ ვინმე უკეთესი დავაყენოთ.
სოსო
29 აგვისტო 2023 15:23
0
იმ ზოგიერთიდან ერთერთი გეხმაურება ოღონდ არ ვიჩხუბოთ უბრალოდ ვიმსჯელოთ ფაქტებით. ან ხორვატიის რაგბი მანახეთ ან ისლანდიის, ან ძიუდო მანახეთ, ან მძლეოსნობა, ან ჭიდაობა, სადაა ხოვატიის კალათბურთის ნაკრები? ისლანდია მემგონი ჩვენ დავტოვეთ სახლში, ნუფეხბურთი კაი გასაგებია ესეც უბრალოდ ჩვენი ამბავია სადაც დიდი ფული იშოვება იმ საქმეს რომ ქართველი აფუჭებს და ათახსირება ეა ისედაც ვიცით. კაი ხორვატია ხორვატია მაგრამ დიდ ქვეყნებს რა ვუყოთ? სადაა იგივე დიდი ბრიტანეთი? კაი ახლა არ თქვათ არ აინტერესებთ კალათბურთი და არ თამასობენო:) ხო ჩვენტან მოვძებნეთ კალათბურთზე უზომოდ შეყვარებული 6 გზააბნეული და ბრიტანეტში ისიც არ მოიძებნა. კარგით რა ქვეყნაზე ვლაპარაკობთ ამას ხო მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებს 50 % ზე მეტი რო ნარკოდამოკიდებული გვყავს ესეც ახალია? ამ ფონზე სასეაული მიღწევები გვაქვს სპორტში - ფეხბურთი არა ოღონდ , იმედია ჯერ:)
იბერია
29 აგვისტო 2023 13:25
0
დაგვშალეს მარტივ მამრავლებათ...ამ დროს მწვრთნელი ჩარევა იყო საჭირო მაგრამ სად იყო ზუროსი იქ იყო და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებია.გაიტანეთ ეს სურათ.კოკოშკოვი მოიგებდა ამ თამაშსსს მჯერავს
მომო
29 აგვისტო 2023 10:45
6
მართალი ხარ, მაგას ცდილობდა ბაგატსკისი მეტს კი არაფერს, რომ გაუბრაზდა ფხიკიანი ზუროსი შეაქცია ზურგი და დაანახა ლატვიელმა დასანახი და ჩვენ ავღშფოდით ეს რა გვაკადრაო.
კოტეს
28 აგვისტო 2023 21:23
1
ვენესუელასთან 24 ქულას თუ წავაგებთ მაინც გავდივართ.. ბიჭო ბიჭო რა ხდება...ფრანცია სახშია უკვე))
ღადაობთ?
28 აგვისტო 2023 17:37
7
16 ქულა უნდა ვენესუელას და გავა
არითმეტიკა
28 აგვისტო 2023 19:12
1
სანიკიძე,ზუროს წადით!!!
**
28 აგვისტო 2023 22:39
4
საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ ერთი მეტრიდან ცარელა კარში რომ ვერ გაიტანა ეგეთები დათვალა ვინმემ?. . მსაჯებმა ისე იმსაჯეს როგორც ცივილიზებულ და მესამე სამყაროს ქვეყნის თამაში უნდა ემსაჯათ. . ეხლა არ მითხრთ რომ მეცხრე სამყაროს ქვეყნებიდან იყვნენ მსაჯები. . . ევროპა წიიიიი. . .შინ ევროპისკეეეეეენ. . . აი ლიბანელი უბრალოდ ვერ დააგდებს გრიგალაშვილს თორე იმის თავი რომ ქონდეს რომ ხელფეხშეკრული წამოიკიდოს მარტო მაგაში მისცემდნენ იპონს. . . წინ ევროპაააააა. . . ადმინ აბა შენ იცი დაბლოკეეეეე
ნაპოლეონი
28 აგვისტო 2023 22:13
7
მესამე თამაშის მოგების დიდი შანსი გვაქვს და შემდეგ ეტაპზე გავდივართ, რაც უდიდესი წარმატება იქნება ამ ჯერზედ, მაგრან დაქლიავებულები რომ ვართ ეს უდავოა. გახსოვთ მაკფადენს რომ არ აუხსნეს სამი ქულით წაგება გვაწყობს და იცოდეო? ბოლო წამზე რომ სამქულიანი ესროლა და კინაღამ დაგვღუპა? ეს რომ გუნდს დაემართება, ამის შემდეგრაზეა ლაპარაკი?
ჟორა
28 აგვისტო 2023 19:14
3
ეჰ ერთი ბელინგემი გვყავდეს რა ..ეს მაკფადენი ვინაა მძინარა
მადრიდისტი
28 აგვისტო 2023 17:47
7
მაგ მატს საქართველოს ნაკრებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და მხოლოდ საწვრთნელი დანიშნულება ჰქონდა. დავალებაც ეგ იყო, ნაკლებად ეაქტიურათ და ტრავმებს მორიდებოდნენ. ,სოფლი ჩემპიონატის ფავორიტთან ჯგუფში თავგანწირვა არ ღირდა. მთავარი მატჩი ვენესუელასთანაა და სრული კონცენტრაცია იქ უნდა მოხდეს. მწვრთნელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. წარმატება საქართველოს ნაკრებს
ვატო
29 აგვისტო 2023 18:07
1
გაპრავებას მორჩით რაა, სუსტი გუნდია,მწვრთნელი კიდევ უფრო
vaaaaa
29 აგვისტო 2023 18:55
0

სიახლეები პოპულარული