საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ სანამ უკანა ხაზი ასეთ დონეზე ითამაშებს რასაც ვხედავთ ანდრონიკაშვილისგან, ვერანაერ წინსვლას ვერ მივაღწევთ. ამერიკაში კოლეჯშიც ვერ გაქაჩა და ნაკრებში რა უნდა? კი ტრამვაც ჰქონდა მაგრამ ეს არ არის თავის გასამართლებლად საკმარისი. რც სანაძეს ვათამაშებდი, დაცვაქში სუსტია და სროლაც წასვლაზე აქვს. მამამისის დონესაც ვერ მიაღწია. სამწუხაროა რომ გელა დარსაძის ნაერი უკანა ხაზელი არ გვყავს რომელიც ჯიგრით თამაშობდა დაცვაშიც და შეტევაშიც. და ამ ჯიგარს ვერ ვხედავთ დღევანდელ გამათამაშებლებში. "ეროგანტი" ანუ ამპარტავანი უნდა იყო მაგ პოზიციაზე სათამაშოდ, თუ არ ხარ ვერ ითამაშებ და ბურთსაც დაკარგავ და ავგურებსაც ისვრი ფარში. ზუროსს უჭირს სწორი გუნდის დაყენება სათამაშოდ. ბითაძეს სწორად ვერ იყენებს. მამუ ამერიკაში კოლეჯშიც ბევრჯერ გამთამაშებლის როლში იყო მეოედანზე და ყოელთვის კარგად ართმევდა თავს.ტედსაც უჭირს თამაში ამ გამთამაშებლებთან და მასაც დაეტყო თავდაუჯერებლობა. საკვირველია რომ არავის დაყენებული ტყორცნა არ აქვს რაც ბავშვობიდან უნდა ხდებოდეს. იუთუბზე მაინც ნახონ ბევრი ვიდეოები დევს მაგისთვის. ეჰ
simartle
29 აგვისტო 2023 07:41
1
8.8 წამი დარჩენილი ჩვენი შეტევაა და ზუროსი არ იღებს ტაიმაუტს. ესე იგი კომბინაციის დალაგების გარტყმაში არაა.
იკა
29 აგვისტო 2023 06:47
1
დაწერეთ ვარიანტები რა შემთხვევაში გავდივართ ჯგუფიდან.გასაგებია რომ მოგების შემთხვევაში ასეც და ისევ გავდივართ მაგრამ თუ ვმარცხდებით ვენესიალასთან მაშინ რა და როგორ ითვლება.
Giorgi
28 აგვისტო 2023 22:56
1
თუ სლოვენია იგებს და ჩვენ 15 ქულაზე მეტს არ წავაგებთ - გავდივართ
Rezo
28 აგვისტო 2023 23:08
1
ევროპაზე და აგერ მსოფლიოზე ხუთეულში ხდება. ყველა ჩვენ ბიჭებს ვენაცვალე მარა საწყის ხუთეულში რო აყენებ გამოუცდელ ბავშვს ანდრონიკაშვილს დიდი რისკია და შეცდომა, და მეორე ბითაძის ხუთეულში არ დაყენება უფრო ღალატია ნაკრების ვიდრე შეცდომა. ურჩიეეეეეეეეთ ვინმემ ზუროსს.
სამართლიანი.
29 აგვისტო 2023 22:47
0
დალას-ს :მე კი შემრჩა აზროვნების უნარი {შენნაირების ხელში კიდევკარგად ვართ],მაგრამ შენ რომ არც არასდროს გქონებია ეს ნათლად ჩანს.ნათქვამია-შეკითხვის დასმასაც ჭკუა უნდაო.შენ კი იმდენად პრიმიტიული შეკითხვები დასვი პასუხის გაცემადაც არ ღირს,მაგრამ მაინც.შევეცდები შენი ინტელექტის დონის გათვალისწინებით გიპასუხო.დასავლეთი შუაში კი არა თავშია-30 წელია ისაა ჩვენი პატრონი და ჭკუის მასწავლებელი და შედეგებზეც პასუხი მას მოეთხოვება.დაკარგული ტერიტორიებიც მის კისერზეა,სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიც,დემოგრაფიული კატასტროფაც,ახალგაზრდების გარყვნა-გათახსირება-განარკომანებაც და სხვა დანარჩენი უბედურებებიც რაც ჭირს ჩვენს ქვეყანას.რაც შეეხება ხელისუფლებებს,საბჭოთიდან გამოყოფის შემდეგ ყველა ხელისუფლება არის დასავლეთის მიერ მოYვანილი და დასმული ,მათ შორის დღევანდელიც.უფრო მარტივად პასუხის გაცემა არ შემიძლია,თუ გაიგებ და შეიგნებ ხომ კარგი თუ არადა მაინც სულ კარგად მეყოლე.მე მეტჯერ მასეთ შეკითხვებზე პასუხის გასაციმად თავს აღარ შევიწუხებ.
არგუტი
29 აგვისტო 2023 22:13
0
დუდა სანაძე:)))))
:))
29 აგვისტო 2023 16:48
1
PROFESSOR ! ! !
ლაბორანტი
29 აგვისტო 2023 16:46
0
მოკალით და თედოს იმედი მაქვს ყველაზე მეტად. იღონდ მაგან თავისუფალი სამიანები არ უნდა გაუშვას...ვერ წევს ხელს ისე, რომ საჭირო ტრაექტორია და უკანაბრუნვა მისცეს ბურთს. უნდა ისროლოს "ჩერეზ" ხელი.

და ჯინჭარაძე..მაგარი კაცია..ვინ შრომობს ესე მოედანზე?! უნდა დაუფასდეს დარბაზის ოფლი და იღბალი მიეცეს..ეს სამი სამიანი ძალიან კარგი დასაწყისია თავდაჯერებულობისთვის.
გივი
29 აგვისტო 2023 15:18
0

სიახლეები პოპულარული