- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88 დამარცხდა.
პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.
მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.
მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.
მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.
ეს თამაში მორჩა, არ ვართ მზად ესეთ გუნდებთან თამაშისთვის. მგონია რომ ზუროსს ჩვენთან დაასრულა ყველაფერი უკვე შარშან
კი გვსმენია მაგ ჩამოთვლილი ქვეყნების და ავა ერთი მითხარი ამ მსოფლიოზე რატომ ვერ არიან ეგ ხორვატია ან ისლანდია? იქნებ ერთ კვირაში მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში რომ დაიწყება იქ იქნებიან? ჰაა გამეცი პასუხი. მერე რაგბში დაეტოლებით პატარა ფიჯის და ის კი გავიწყდებათ ან არც იცით ფიჯი, სამოა და ტონგა 90-იანებიდან გამოდიოდნენ მსოფკიო რაგბის ფორუმზე. მაშინ იმ 96-97 წლებში საქართველომ ნიდერლანდებთან 0-55 წააგო და ახლა დათვალეთ რამხელა პროგრესი გვაქვს რაგბში. კალათბურთშიც იგივეა დაახლოვებით პროგრესი. ვისაც არ გახსოვთ სად ვიყავით 90-იანებში და სად ვართ ეხლა, ძნელია რამე დაინახოთ. ევროპწზე გასვლა ახლა ჩვეუკებრივი რამეა, არა და ერთი გუნდიც არ გვყავს რომელიც საერთაშორისო სარბიელზე გამოდის.
ანდრონიკაშვილი და მაკფადენი სკამზე.დემი დაკარჰვა საკუთარ ფარზე ძალიან დაბალი დონეა.ადეთი თამაშით წარმოუდგენელია მოჰება თუ რადიკალურად არ შეცვალა საქართველომ თამაშისადმი მიდგომა