- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში სერბეთი ლიეტუვას დაუპირისპირდა და 87:68 დაამარცხა
გამარჯვებულთაგან საუკეთესო ბოგდან ბოგდანოვიჩი გახდა. გამოცდილმა კალათბურთელმა 21 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
ლიეტუველთაგან ტადაშ სედერსკისმა თავი 14 ქულით, 9 მოხსნითა და 2 ასისტით გამოიჩინა.
საუკეთესო მატჩი არ ჰქონდა იონას ვალანჩუნასს, ლიეტუვის ნაკრების ცენტრმა საკუთარ გუნდს 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, სერბეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებს. სვეტისლავ პესიჩის გუნდის მომავალი მეტოქე სულ მალე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, დღეს პლეი-ოფის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, იტალიისა და ამერიკის ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 16:40 საათზე დაიწყება.