სენსაცია. გერმანიამ აშშ-ს მოუგო - ევროპული ფინალი გველის

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიამ აშშ 113:111 დაამარცხა.

მატჩი საოცარი გამოდგა, გერმანია მეოთხე მეოთხედის შუაში 12 ქულით დაწინაურდა, ამერიკელებმა სხვაობა 1 ქულამდე შეამცირეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ევროპელებმა მოიპოვეს.

გერმანელთაგან 24 ქულა ანდრეას ობსტმა ჩააგდო, 23 ფრანც ვაგნერმა, 21 დანიელ ტაისმა, ხოლო 17 დენის შრიოდერმა. აშშ-ს ნაკრებიდან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი ენტონი ედვარდსი იყო. ოსტინ რივზმა 21 ქულა ჩააგდო, მიკალ ბრიჯესმა კი 17.

ფინალში გერმანია სერბეთს შეხვდება. ბრინჯაოს მედლებისთვის აშშ და კანადა დაუპირისპირდებიან.

-15SEP/01/freesnippingtoolcomcapture20230908142045.png" border="0" alt="alt" title="სენსაცია. გერმანიამ აშშ-ს მოუგო - ევროპული ფინალი გველის" style="height: 50px; width: 50px;" />ბოგდანოვიჩის მაგარი მატჩი - სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
მკითხველის კომენტარები / 13 /
რა სენსაცია ეგ არის? მაგ ამერიკას მგონი ყველამ მოუგო, ჯერ ამხანაგურებში და მერე მსოფლიოზეც. ევროპელებს უკვე ისეთი ნაკრებები ყავთ, ამერიკა სანამ დრიმ თიმს არ გამოაგზავნის ვეღარც მოიგებს მსოფლიოს.
G.LA
08 სექტემბერი 2023 18:49
6
მაინც უნდა მოგვეგო, მოვიგებდით კიდეც ლონდარიძე რომ გვყოლოდა.
ინტრიგანი
08 სექტემბერი 2023 19:48
1
გერმანიას რატომ ვერ მოვუგეთო, ხო?! როგორ იყო? :)
გიორგი - 11
08 სექტემბერი 2023 18:50
10
არავითარი სენსაცია. მთელი თამაში მდევრის როლში იყო ამერიკა იშვიათი გამონაკლისების გარდა. ბოლო მეოთხედის დასასრულს გერმანიას 12 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. ამერიკამ გაიბრძოლა, მაგრამ პასუხიც მარტივად გასცეს. როცა გუნდში ოთხი კაცი სტაბილურად ესვრის, ფარში დამაჯერებელია და დაცვაშიც, იმ გუნდის დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია.
:D
08 სექტემბერი 2023 23:59
0
რატოა სენსაცია გერმანიის 6 კალათბურთელი ნბა ში წამყვანი მოთამაშეები არიან და რატო უნდა იყოს სენსაცია თან ევროპა დაცვით უფრო კარგად თამაშობს ვიდრე ამერიკა.
ზუროსული
08 სექტემბერი 2023 21:49
0
ვუსაც კალათბურთი ესმის და გერმანიის თამაშებს უყურებდა ამ მსოფლიოზე, იმათთვის არაა სენსაცია. თქვენთვის იყოს, თუ გინდათ
გიორგიპირველი
08 სექტემბერი 2023 23:44
0
საქართველომ რას ქვია წააგო გერმანიასთან ??? აბა ექსპერტებო .
ტიტე
08 სექტემბერი 2023 19:42
15
აბა კალათბურითს ექსპერტები ზუროსს არ პატიობენ გერმანიასთან მარცხს
ერო
08 სექტემბერი 2023 21:00
5
თუ კარგი მსაჯობა იქნება... სერბეთი ჩემპიონია.
პავლოვიჩი
09 სექტემბერი 2023 00:51
7
სად გერმანიის ნაკრები და სად საქართველოსი. უხერხულია შედარება.
დიმა
08 სექტემბერი 2023 22:21
0
დავიჯერო სერბეთი იგებს მსოფლიოს? :)
გოგა
08 სექტემბერი 2023 23:49
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული