საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის მეორე მატჩიც მოიგო და ლატვიური ტურის გამარჯვების რეალური ფავორიტია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს დილით ფინური კლუბი „ჰელსინკი როკი“ გაანადგურა, საღამოს კი ყაზახურ „ბარსის“ 63:41 სძლია და 2-დან 2 გამარჯვებით ჯგუფის ლიდერია.
პირველი მატჩისგან განსხვავებით ქართველები მეტოქისგან წინააღმდეგობას წააწყდნენ. პირველი პერიოდის 20:8 მოგების შემდეგ ჩვენმა გუნდმა მეორე მეოთხედი 8:16 დათმო და ყაზახებს თამაშის შემობრუნების შანსი გაუჩნდათ. მესამე ათწუთეულში ქართველებმა მხოლოდ 4 ქულით გაზარდეს უპირატესობა, ხოლო ბოლო პერიოდში საბოლოოდ გატეხეს მეტოქე და 22 ქულით იმარჯვეს.
საქართველოს
ნაკრებში 17 ქულით ბომბარდირი გიორგი კორსანტია გახდა. 14 ქულა მოაგროვა დავით აფხაზავამ, ხოლო ალექსანდრე ფევაძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. ნიკა დარბაიძის ანგარიშზე კი 11 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასია.
საქართველოს ნაკრები ხვალ, 23 სექტემბერსაც 2 მატჩს გამართავს. 11:00 საათზე ბელარუსულ „ცმოკი-მინსკს“ გაეჯიბრება, ხოლო 16:30 საათზე - ლატვიურ „ვალმეირას“.
წყარო: gbf.ge