საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის პირველი წრე 5-დან 4 გამარჯვებით დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 5-დან 4 გამარჯვებით დაასრულა ევროპის ლიგის პირველი წრე, რომელსაც ლატვიის ქალაქმა ვენტსპილსმა უმასპინძლა და ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა.

ქართველებმა ბოლო შეხვედრა დღეს, რუსულ კლუბ "რუნასთან" გამართეს და 76:46 გაიმარჯვეს. 21 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკა ჩეჩელაშვილი, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 17 ქულა და 8 მოხსნაა.

პირველი წრის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. პირველი წრის სიმბოლურ ხუთეულში თავდამსხმელი ნიკა დარბაიძე და ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი კორსანტია შეიყვანეს, ჩვენი ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ კი ნიკა ჩეჩელაშვილი დასახელდა.

ევროპის ლიგის მეორე წრე 7-10
დეკემბერს კვლავ ვენტსპილსში გაიმართება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული