ქართველებმა ბოლო შეხვედრა დღეს, რუსულ კლუბ "რუნასთან" გამართეს და 76:46 გაიმარჯვეს. 21 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკა ჩეჩელაშვილი, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 17 ქულა და 8 მოხსნაა.
პირველი წრის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. პირველი წრის სიმბოლურ ხუთეულში თავდამსხმელი ნიკა დარბაიძე და ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი კორსანტია შეიყვანეს, ჩვენი ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ კი ნიკა ჩეჩელაშვილი დასახელდა.
ევროპის ლიგის მეორე წრე 7-10
წყარო: gbf.ge