18 წლამდელი გოგონები შვედებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა რიგაში მიმდინარე ევროპის ლიგის მეორე წრის მეორე ტურის მატჩი შვედურ “ლულეასთან” წააგო. ქართველებმა პირველი შეხვედრა ბელგიურ “ანტვერპენთან” 20:45 წააგეს, ამჯერად კი შვედებთან შეხვედრა 31:60 დათმეს.

საქართველოს ნაკრებში 10 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ელენე ილურიძემ, 7 ქულა ჰქონდა მარიამ ოქროპირიძეს, ხოლო სამმა კალათბურთელმა – მაია დვალმა, სალომე კალანდაძემ და ნინო გადელიამ 4-4 ქულა დააგროვეს. 2 ქულა გვანცა ბოჭორიშვილის ანგარიშზე გახლდათ.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 დეკემბერს შვედურ “ალვიკთან” გამართავს, რის შემდეგაც ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის განაგრძობს, რადგან

ნახევარფინალში გამსვლელ ორეულში მოხვედრის შანსი ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გუნდმა უკვე დაკარგეს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული