საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ოთხთა ფინალისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალისთვის ემზადება. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი პრესტიჟული ევროტურნირის ფინალურ სტატდიაზეა გასული და ჩემპიონობის მოპოვებას ბელარუსულ „ცმოკი-მინსკთან“, პოლონურ „ვლადსლავოვოთან“ და ლატვიურ „ვალმიერასთან“ ბრძოლაში ეცდება.

ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალს თბილისი მასპინძლობს. მატჩებს ოლიმპიური სასახლე 28 და 29 აპრილს უმასპინძლებს. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების პირველი მეტოქე „ცმოკი-მინსკია“, ხოლო მეორე ნახევარფინალში „ვალმიერა“ „ვლადსლავოვოს“ დაუპირისპირდება. გამარჯვებულები 29 აპრილს ფინალში შეხვდებიან, ხოლო დამარცხებულები – მესამე ადგილს გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში ემზადება. 27 აპრილს ჩვენმა ნაკრებმა მორიგი ვარჯიში ჩაატარა,
რომლის დასკვნით ნაწილსაც ჟურნალისტები დაესწრნენ.

28 და 29 აპრილს გასამართი საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული