საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინას 2 ტესტ-მატჩი მოუგო

AutoSharing Option
საქართველო 18-წლამდელთა ნაკრებმა 2 სპარინგ-მატჩი გამართა თბილისში ჩამოსულ უკრაინის ნაკრებთან. შეხვედრები 29 ივნისს სპორტი სასახლეში და 30 ივნისს - ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა. ორივე შეხვედრაში ქართველებმა იმარჯვეს. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინელი თანატოლები ჯერ 57:48 დაამარცხა, შემდეგ კი 69:58 მოუგო.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, რომლებიც 27 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბელგიასთან, უნგრეთთან, ესტონეთთან, ავსტრიასა და აზერბაიჯანთან ერთადაა. ჯგუფიდან 2 საუკეთესო პლეი ოფში გავა და გააგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად,
რადგან 18-წლამდელთა "ბ“ დივიზიონის მონაწილე 24 ნაკრებიდან მხოლოდ 3 საუკეთესოს ერგება მომავალ სეზონში ელიტაში ასპარეზობის საგზური.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული