სანდრო მამუკელაშვილის 20 ქულა და 20-წლამდელთა ნაკრების გამარჯვება ესტონეთთან

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ლატვიაში განაგრძობს. ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდი შეკრებაზე ქალაქ კანდავაში იმყოფება, სადაც პირველი ამხანაგური მატჩი ესტონეთის ნაკრებთან გამართა. ქართველებმა ბალტიისპირელები მეორე ნახევარში გატეხეს და საბოლოოდ 17 ქულის სხვაობით - 90:73 დაამარცხეს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. სანდრომ 20 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მის ანგარიშზე 4 ცდიდან ჩაგდებული 3 სამქულიანი იყო.

დამაჯერებლად ითამაშა კიდევ ერთმა მეფარემ - გიორგი კორსანტიამ, რომელმაც 17
ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. 14 ქულა და 5 პასი ნიკა ჩეჩელაშვილმა მიითვალა, ლადო ფურცხვანიძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს 7 ივლისს, ლატვიის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 13-22 ივლისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან ფინეთი, პოლონეთი, კოსოვო და პორტუგალია. პლეი ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა და გააგრძელებს “ა” დივიზიონში გადასასვლელ სამეულში მოსახვედრად ბრძოლას.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად შეიძლება ამ ნაკრების თამაშების ნახვა
zviadi
21:32 07-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული