საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
თურქეთში მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა. გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრების მეტოქე მძლავრი საბერძნეთი გახლდათ, რომელთანაც ქართველებმა ღირსეულად იბრძოლეს და ბოლო წუთბზე - 79:85 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა მეორე და მეოთხე პერიოდები მოიგო, თუმცა ბერძნებმა პირველი და მესამე მეოთხედებში უფრო დამაჯერებლად იმარჯვეს და საბოლოო - 6-ქულიანი გამარჯვებაც მათ დარჩათ. ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე შორ სროლებში აშკარად დაჯაბნა: ქართველებმა 30 ცდიდან 11 სამქულიანი ჩააგდეს, ბერძნებმა კი 26-
დან მხოლოდ - 5. სამაგიეროდ ელადელებმა ორქულიან სროლებში გვაჯობეს და ქართველებზე მთელი 11 ბურთით მეტი ჩააგდეს.

საქართველოს ნაკრებში 22-22 ქულით ალექსი მერკვილაძე და ირაკლი კილაძე გამოირჩნენ. 14 ქულა დააგროვა მათე კაპანაძემ, ხოლო ზურა ვაშაკიძემ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე მეორე მატჩს 14 ივლისს, თურქეთის ნაკრებთან გამართავს.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული