დებიუტში ქართველები ამარცხებდნენ კოსოვოელებს, მაგრამ ბალკანელები არ გატყდნენ და მეთოდურად ანგარიშის შემცირების შემდეგ, ბოლო პერიოდში დაწინაურებაც მოახერხეს. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კოსოვო საქართველოს 5 ქულით – 61:56 ამარცხებდა, თუმცა ქართველებმა შეძლეს წონასწორობის აღდგენა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. ოვერტაიმში კი ჩვენმა ნაკრებმა გამარჯვება მოახერხა.
ჩვენს გუნდს ალექსანდრე ფევაძემ 25 ქულით ულიდერა. 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა სანდრო მამუკელაშვილმა, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები პირველ ტურში პოლონეთთან 58:59 დამარცხდა.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი 17 ივლისს ფინეთს შეხვდება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პოლონეთს 17 ქულით უგებდა და დამარცხდა