საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კოსოვო ოვერტაიმში 4 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემიონატის B დივიზიონში ჩატარებულ მეორე მატჩში კოსოვო დამატებით დროში 81:77 დაამარცხა.

დებიუტში ქართველები ამარცხებდნენ კოსოვოელებს, მაგრამ ბალკანელები არ გატყდნენ და მეთოდურად ანგარიშის შემცირების შემდეგ, ბოლო პერიოდში დაწინაურებაც მოახერხეს. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კოსოვო საქართველოს 5 ქულით – 61:56 ამარცხებდა, თუმცა ქართველებმა შეძლეს წონასწორობის აღდგენა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. ოვერტაიმში კი ჩვენმა ნაკრებმა გამარჯვება მოახერხა.

ჩვენს გუნდს ალექსანდრე ფევაძემ 25 ქულით ულიდერა. 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა სანდრო მამუკელაშვილმა, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი
11 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები პირველ ტურში პოლონეთთან 58:59 დამარცხდა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი 17 ივლისს ფინეთს შეხვდება.

altსაქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პოლონეთს 17 ქულით უგებდა და დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაკრები ფედერაციის სახეა ... ბარდაგია ფედერაციაშიც და ნაკრებშიც ....
დათო რუსთავიდან
21:53 14-07-2018
1
4 ნომერი ათამაშეთ ბოლნისის ნაკრებში (ან მარნეულში)
ის უვიცი მწვრთნელიც იქ გაუშვით. დარწმუნებ ული ვარ მისი ფავორიტი იქნება ის "კაალთბურთელი"...
ლადო
22:21 14-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული