საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ფინეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემიონატის B დივიზიონში ჩატარებულ მესამე მატჩში ფინეთთან 56:71 დამარცხდა.

დებიუტში ფინელები 6:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ საქართველოს ნაკრები დაეუფლა ინიციატივას და პირველი მეოთხედი 2 ქულით მოიგო. მეორე პერიოდი ქულა-ქულაში მიდიოდა, ბოლოს ჩვენმა გუნდმა შეტევაში 2 შეცდომა დაუშვა და პირველი ტაიმი 3 ქულით წააგო.

შესვენების შემდეგ ფინელებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ჩვენი გუნდიდან 13 ქულით ყველაზე შედეგიანი ვლადიმერ ფურცხვანიძე იყო (მის ანგარიშზე აგრეთვე 9 მოხსნაა), 11 ქულა ნიკა დარბაიძემ ჩააგდო (+9 მოხსნა), 9-9 ქულა კი რატი
ანდრონიკაშვილმა და სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 8-ჯერ მოხსნა ბურთი.

საქართველოს ნაკრებმა 3 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და ხვალ პორტუგალიას ხვდება. თუმცა, ამ მატჩს უკვე არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენი გუნდი ჯგუფიდან პლეი-ოფში გამსვლელ საუკეთესო ორ ნაკრებს შორის ვეღარ მოხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გუშინ თამაშის მერე კომენტარი გავაკეთე და დაბლოკეს. ალბათ ამასაც დაბლოკავენ. არაფერი არ გვეშველება, სანამ მაამებელი კომენტარების გარდა, სხვა ყველას დაბლოკავთ. მე ჩვენი კალათბურთის გულშემატკივარი ვარ ეგ მალაპარაკებს მხოლოდ. სირცხვილია ესეთი ნაკრების ყოლა. მწვრთნელი არ ჰყავს ამ გუნდს. როგორ არ გიქმნით დისკომფორტს, ის, რომ 2-3 კომბინაციაც კი არ აქვთ დამუშავებული 20 წლის კალათბურთელებს
გიორგი
16:58 18-07-2018
0
აქ დავწერე ზუსტად რო ბულაშვილის და ბითაძის გარეშე ამ გუნდს შანსი არააქთქო.და მიმაბლოკეს ეგრევე.ან მწვრთნელს და ფედერაციას არუნდა დაუსვა კითხვა რატო რახდება რატო არარის ნაკრების ორი ლიდერი გუნდში.თუ ა დივიზიონში გინდა გადასვლა განა აუცილებელი არაა რო ყველა ძლიერი გყავდეს ნაკრებში მოწვეული.პირად ინტერესებს რო აყენებენ ფედერაციაში ნაკრების ინტერესებზე წინ მიტოა ეს რო ხდება.არც ჟურნალისტებს აინტერესებტ ეტყობა რატო ხდება კალათბურთში ეგეთი მარაზმი.
ზაზა
13:53 18-07-2018
0

სიახლეები პოპულარული