U16. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

AutoSharing Option
30 ივლისს საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა კიევში ამხანაგური მატჩი გამართა უკრაინასთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 78:71 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინაში ლატვიიდან ჩავიდა, სადაც ერთკვირიანი შეკრება გაიარა. უკრაინასთან მატჩის უმეტეს დროს ქართველები ლიდერობდნენ.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ბოლო პერიოდის წინ 56:51 იგებდა და 5-ქულიანი სხვაობით ლიდერობდა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრეც. დასკვნით წუთებში უკრაინელებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს და საბოლოოდ 7 ქულით, ანგარიშით 78:71 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში 20 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვლადიმერ თავაქარაშვილი. 10 ქულით, 5
მოხსნით და 4 პასით გამოირჩა ირაკლი კილაძე. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონისთვის ემზადება და მორიგ სპარინგ-მატჩს კვლავ უკრაინასთან დღეს, 31 ივლისს გამართავს.

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
იცით რა მაინტერესებს ? ვინც საქართველოს ჩემპიონატს უყურებს , თავაქარაშვილიცა და კილაძეც გამორჩელი მოთამაშეები იყვნენ მთელი წლის განმავლობაში და თუ ფედერაციას კალათბურთის განვითარება უნდა , მაშინ ეს ორი მოთამაშე , რატომ არ არის ბასკონიაში ? გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ !
გულშემატკივარი
18:19 31-07-2018
0
რადუნდა ამხელა სტატიები?!დაწერეთ ირი სიტყვით,საქართველოს ნაკრები(ასაკს და სპორტის სახეობას არაქ მნიშვნელობა)წავიდა რომ აუცილებლად დამარცხდეს(თუ მაინცა და მაინც ქვეყანა მიუთითეთ და ეგაა(((((
euhh
11:29 31-07-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული