საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 52 ქულით დამარცხდა!..

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან 2 განსხვავებული ტაიმი ითამაშა. პირველში იბრძოლა, ზონური პრესინგი გამოუვიდა და მთლიანობაში კარგადაც გაისარჯა, რისთვისაც დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 2 ქულით – 37:39 ჩამორჩებოდა. მეორე ნახევარი კი დიამეტრალურად განსხვავებული გამოდგა. საფრანგეთმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარა და მესამე პერიოდი 21:2 გაქცევით დაიწყო. შედეგად, 60:39 დაწინაურდა და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტა.

მესამე პერიოდი ფრანგებმა 39:11 მოიგეს, რასაც საბოლოპერიოდო 28:8 მოაყოლეს და საბოლოოდ გამანადგურებელი სხვაობით – 106:54 იმარჯვეს. რთულია, აუგი თქვა გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილ
გუნდზე. ბიჭებმა იბრძოლეს, რაც შეეძლოთ და მრისხანე მეტოქეს მთელი ნახევარი მატჩი არაფერი დაუთმეს. მეორე ტაიმში კი ძალამ აღმართი ახნა და ფრანგებმაც დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს.

საინტერესო შედეგი დაფიქსირდა ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში. ესტონეთმა, რომელთანაც საქართველო გუშინ 66:76 დამარცხდა, 15 ქულით დაამარცხა იტალია. შესაბამისად, ჯგუფური ეტაპის ბოლო მეტოქე იტალიასთან საქართველოს ნაკრებს მოგებაზე მართებს თამაში. აღნიშნული მატჩი ხვალ, 12 აგვისტოს, თბილისის დროით 22:15 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორც ცა და დედამიწა ისეთი სხვაობა იყო, ყველა კომპონენტში. პატარა ასაკიდანვე შესაცვლელია მიდგომა, თუ არა და კიდევ მაგრად გაგვასწრებენ. დიდებივით ესროდნენ სამიანებს და დრიბლინგშიც მაგრები იყვნენ. პირველი მერცხალი გამახსენდა ინგლისელებს პირდაღებულნი რომ უყურებდნენ.
mamuka
01:31 12-08-2018
0
მეტი არაა ჩემი მტერი, ამათ იტალიას მოუგონ.
dato
08:39 12-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული