არადა, უხეიროდ ჩატარებული პირველი პერიოდის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და დაწინაურდა. საწყისი პერიოდი სკანდინავიელთა უპირატესობით – 14:5 დასრულდა, თუმცა ნინო გადელიასა და ნატალია ოთხმეზურის ლიდერობით ჩვენმა ნაკრებმა მეორე ათწუთეული 20:10 მოიგო და დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
მე-3 პერიოდში ისევ ნორვეგიელებმა იძალეს,
ნორვეგიასთან შეხვედრაში 16 ქულით ბომბარდირი გახდა ნინო გადელია, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტით (13) საუკეთესო შედეგი ნატალია ოთხმეზურმა დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა. მარიამ ღარიშვილმა შეხვედრა 4 ქულით, 13 მოხსნითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.
ამით 18 წლამდე გოგონათა B დივიზიონის გათამაშება ქართველებისთვის დასრულდა. ფინალურ მატჩში დღეს გვიან ღამით ლიტვა და ბელარუსი შეხვდებიან. A დივიზიონში გადასასვლელ მე-3 საგზურს ისრაელი და თურქეთი გაითამაშებენ.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მარცხი განიცადა